შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერებად დაშლილი სხეული.


1-06-2017, 16:46
ავტორი bla.ell
ნანახია 1 719

-არაფერი ისეთი...ყველაფერი კარგადაა...
-კარგი...კარგად.
-კარგად.

მე ცაში შერჩენილი ყვავილი ვარ...

-გადი ჩემი ოთახიდან!
-შუქი ჩაგიქრო?
-გადი!
-კარგი როგორც გინდა...

ყველა ლექსი დაიწვა შენზე მოძღვნილი...

-შენი აზრით ღმერთი არსებობს?
-კი
-შენ გწამს თუ გჯერა მისი...
-მწამს...
-რატომ?
-იმიტომ რომ ვერ ვხედავ...

დუმილი ჩემი ყვირილია...

-რატომ ტირი?!
-არ ვტირი!შენ რატომ ტირი?
-არც მე არ ვტირი...

ხელი გაგიშვი...აღარ დაბრუნებულხარ...

-რას უსმენ?
-მუსიკას...
-მე ლექსი დავწერე იცი?
-ჰო კარგია...
-...

ოთახში ქარი ქრის...ზამთარზე ფიქრი ფანტაზიას მიცოცხლებს...
ცივ ზამთარზე...ცივ მოგონებებზე...

-...ფრთები...
-ანგელოზები არსებობენ?
-კი არსებობენ
-ასე მოკლედ?
-...

ჩემს ნახატებში წვიმს...
მე კი აივნიდან ვუყურებ მცხუნვარე მზეს...

-აი იქ დავრგოთ...
-წამოდი აბა ვინ გაასწრებს...

ჩაკეტილი სივრცეა თავისუფლების იქით...

-ალბათ სხვამ აიღო ის ფურცელი
-მაშინ ვერასდროს ნახავ ჩემს გრძნობებს შენს მიმართ...
-ჰო არაუშავს...
-რატომღაც მეგონა რომ ნახავდი მაინც...
-არ დამხვდა ალბათ ვინმემ აიღო...

დამშვიდდი...ეს მხოლოდ სიზმარია...მე გიჟი არ ვარ...

-რომ გავიზრდები არ შევიცვლები...
-არც მე არ შევიცვლები!
-არამგონია...
-არც მე...

ყველა ზღაპარი ლამაზი დასასრულით გვახარებს...მაგრამ ეს არც ზღაპარი იყო არც დასასრული...მე კი სიხარული არ ვარ...

-მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეძლებ ჩამჭიდო ხელი და მითხრა
"წამოდი გთხოვ...წამოდი რაა"
თვალებს ვერ გავახელ მაგრამ გავიგებ აუცილებლად...

მე ნახატი ვარ...აკვარელში არეული...ფერებად დაშლილი სხეული...

იტირებ...ვიცი იტირებ თვალებს ვერ გავახელ მაგრამ ვიგრძნობ...
ცარიელ ოთახში სიცივეს...როცა შავ კუბოში მხოლოდ სიცხე იქნება...

ერთი ღიმილი მქონდა... შენ გაჩუქე...ახლა ვალები მაქვს...შენს გარდა ყველა ეცადა ჩემს გაღიმებას...მაგრამ ღიმილები გამომელია...

მეოცნებე ვარ...პესიმისტი მეოცნებე ადამიანი...აკვარელში არეული...ფერებად დაშლილი სხეული.


P/s music-the night we met.
იმედია გაიგებთ ამ ჩანახატს და ჩაწვდებით მის სიღრმეს...



№1  offline წევრი stranger9

ჩემს ნახატებში წვიმს...
მე კი აივნიდან ვუყურებ მცხუნვარე მზეს...
რა გითხრა ადამიანო? ისედაც ხო იცი - სასწაული გოგო ხარ

 


№2 სტუმარი l,m not sick

,,მე ნახატი ვარ...აკვარელში არეული...ფერებად დაშლილი სხეული..."
სულ რომ არაფერი მარტო ამის გამო ღირდა წაკითხვა
*_*

 


№3 სტუმარი mariamoo

Es biws edzgvnebaa tu ise ubralod chanaxatia?!..tumca ra mnushvnelobaaqvs mainc kargia♥♥♥

 


№4  offline მოდერი Eleniko13

ლამაზია.

(თქვენი კომენტარის ტექსტი ძალიან მოკლეა და საიტის ადმინისტრაციის აზრით არ შეიცავს სასარგებლო იმფორმაციას.)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ლამაზია მეთქი,
საჭიროა დაღეჭვა ყველა ასოსი?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Dzalian kargiaa. Magari xaar❤❤❤
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№7  offline წევრი aNuGi

ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ და ვგიჟდები შენს ჩანახატებზე/ლექსებზე:) <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent