შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი


25-06-2017, 16:46
ავტორი georgiageorgia
ნანახია 2 261

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი
და მე ვოცნებობ ყოველდღე შენზე
მე ამ სიყვარულს ვერაფერს ვადრი
არ განმიცდია არასდროს ესე

და მე მინდება კვალ შენთან ყოფნა
როგორც ტარიელს თავის ნესტანთან
და მე მჭირდება თან იმის ცოდნა
რომ შენ შორსახარ გაჭირვებასთან

მე მკლავს სურვილი შენზე ვიზრუნო
ცივი ნიავი არ მოგაკარო
ყველა სურვილი რომ აგისრულო
და რომ ყოველდღე შენ გაგახარო

და ვუყურებდე როგორ ფუფსფუსებ
მე და შენს სახლში ხალისიანად
მინდა ვისმინო როგორ ჟღურტულებ
და ლექსი გიძღვნა ომახიანად

რომ დაგიმტკიცო კვლავ სიყვარული
და შენი გული რომ გავახარო
არ მომბეზრდება მე სიარული
შენთან, მსოფლიოც რომ გადავლახოთ

მე შენ ყოველდღე, ყოველ წუთს და წამს
ალერსიანად მოგეფერები
მე შენ ძლიერად გულში ჩაგიკრავ
და სამუდამოდ მოგეკედლები

მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი
დარჩება კვლავაც ჩემს დიდ ოცნებად
მე შენ მიყვარხარ და მელანდები
და უფალს შევთხოვ ამ ჩემს ოცნებას



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველა შენი ლექსი ამბავს მიყვება. მერე მინდა დავჯდე და ამ ამბავზე ბევრი ვიტირო

 


№2  offline წევრი ნიკუშა

მაგრად მომეწონა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent