შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ივნისის ზამთრის ელეგია


26-06-2017, 00:07
ავტორი სანდრო 23
ნანახია 1 691

ივნისია გული ფეთქავს და ნიაღვრებს იტევს,
ცა მოცისფროდ მღიმარია სქელ დარაბებს მიღმა.
იქ ზაფხულის ენერგია შესევია ჩიტებს,
მე კი ზამთრის ელეგია მომრგებია ნიღბად.

შენი ტრფობა გამინელდეს ნაზო ჩემო ოდეს
იქნებ ლექსსაც მლიქვნელური შეეპაროს ფერი.
მაისიც რომ გარდავიდეს...
სული სხვაფრად გოდებს,
მაშინ როცა ცისფერ ნოტებს შეერევა ბნელი.

გაცისკროვნდი მთაწმინდაო, დამიამე მკერდი,
რომ სიამეთ მონატრულმა ტრფობის ვიგრძნო ღონე,
დავინახო ანგელოსი თეთრზედ უფრო თეთრი,
გაცისკროვნდი მთაწმინდაო, მეახელი გვედრი.

ხის წვეროებს ატორტმანებს ქარის შუმი სუნთქვა,
ცა მოცისფროდ მღიმარია სქელ დარაბებს მიღმა.
და წმინდა მთაც მეუბნება აღარ გინდა მოთქმა,
შენს სადარდელს აქ ჩემს გარდა ვერ გაიგებს ვერვინ.

გაცისკროვნდი მთაწმინდაო,დამიამე მკერდი.
გაცისტოლდი წმინდა მთაო,მეახელი გვედრი,
ჩემს სატკივარს აქ შენს გარდა დღეს გაიგებს ვინღა,
მომეც ნაზი ანგელოსი თეთრზედ უფრო თეთრი,

ნაზი როგორც ვარდის კონა და ღრუბელის ფთილა.
(ასე იყო ასე არის მელექსეთა ხვედრი,
რომ მათ ცაზე ბეღურათა ღრიანცელი ხიბლავთ).
თენდებოდეს დღეს იქნება ის ნანატრი დილა

როს არსება სანატრელი თეთრზედ უფრო თეთრი,
მოვიდოდეს სტუმრად, მეწვეოდეს ბინად,
მისი სუნთვა ნელი უფრო მდევდა წინათ.
თენდებოდეს დღეს იქნება ის ნანატრი დილა.

ივნისია გული ფეთქავს და ნიაღვრებს იტევს,
ცა მოცისფროდ მღიმარია სქელ დარაბებს მიღმა.
იქ ზაფხულის ენერგია შესევია ჩიტებს,
მე კი ზამთრის ელეგია მომრგებია ნიღბად.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გაცისკროვნდი მთაწმინდაო,დამიამე მკერდი.
გაცისტოლდი წმინდა მთაო,მეახელი გვედრი,
ჩემს სატკივარს აქ შენს გარდა დღეს გაიგებს ვინღა,
მომეც ნაზი ანგელოსი თეთრზედ უფრო თეთრი,

 


№2  offline მოდერი bla.ell

არ ვიცი შესაფერის სიტყვებს შენთვის როდის ვიპოვი სანდრი...მაგრამ სანამ ვიპოვი გეტყვი რომ ჩემთვის პიეტი ხარ რომელიც ყოველი ლექსით გაოგმებულს მტოვებს და რომლის ლექსის ნეორედ და მესამედ წაკითხვის დროსაც ახალ ემოციას რომ ვნახულობ...შენ ხარ ადამიანი...შენ ხარ პიროვნება...შენ ხარ პოეტი...heart_eyesმეტი მართლა არვიცი რა ვთქვა რომ ყოველ ჯერზე ჩემი აღბრთოვანება გამოვხატო შენს მიმართ ❤❤სანდრიმართლა ძალიან კარგი ხარ..მ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მინდა, შენი ლექსების კრებული თაროზე მედოს, მივდიოდე ვშლიდე და სხვა პლანეტაზე ვხვდებოდე

 


№4  offline წევრი სანდრო 23

bla.ell
არ ვიცი შესაფერის სიტყვებს შენთვის როდის ვიპოვი სანდრი...მაგრამ სანამ ვიპოვი გეტყვი რომ ჩემთვის პიეტი ხარ რომელიც ყოველი ლექსით გაოგმებულს მტოვებს და რომლის ლექსის ნეორედ და მესამედ წაკითხვის დროსაც ახალ ემოციას რომ ვნახულობ...შენ ხარ ადამიანი...შენ ხარ პიროვნება...შენ ხარ პოეტი...heart_eyesმეტი მართლა არვიცი რა ვთქვა რომ ყოველ ჯერზე ჩემი აღბრთოვანება გამოვხატო შენს მიმართ ❤❤სანდრიმართლა ძალიან კარგი ხარ..მ


heart_eyes heart_eyes heart_eyes

terooo
როგორ მინდა, შენი ლექსების კრებული თაროზე მედოს, მივდიოდე ვშლიდე და სხვა პლანეტაზე ვხვდებოდე


მადლობა blush blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent