სადღეგრძელო
ღვინოს რომ მაწვდი მითხარი რა ვთქვა. უსიტყვოდ არ დავლევ მე, ლოთი არ ვარ. წასულებს გაუმარჯოთ? მათ ეს რად უნდათ?! აღარ არსებობენ მათ სული არ უდგათ. მომავალს გაუმარჯოს? იქნებ რა მოაქვს?! თავის თავს მიხედავს მას სიტყვა არ უნდა. ჩვენ გაგვიმარჯოს? ალბათ დამცინით.. შეხედეთ რას ვჩადით "დაგლოცავთ" ვერ ვიტყვი. ამ წამებს გაუმარჯოს? არც ამას არ ვიტყვი, რადგან ეს არ კმარა ეს ხომ მხოლოდ სმაა. მე გრძნობას დავლოცავ, განა ეს ცოდვა? განა ყველა გულის ფეთქვა ეს არაა?! სიტყვა აღარაა, გაქრა თქვენი ხმა. ვინმემ რამე სთქვით არ გიყვართ არვის განა? არ მჯერა არა, არა, დავკითხავ ყველა ასაკს. ბავშვიდან მოხუცამდე ჩავხედავ ყველას თვალებს. გეკითხებით ყველა ამ მომღინარ სახეს, სიტყვა "მიყვარხარ"–ო არვის გითქვამთ ასე? თქვენი არ ვიცი და მე კი ვფიქრობ ასე. თქვენ ამ სასმის მაძლევთ და, მე უსიტყვოდ არ ვლევ. მე დავლოცავ ჰაერს, ყველა გულს რომ ანთებს. სიყვარულს გაუმარჯოს. აი ახლა დავლევ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.