შენ მოგწონს
შენ მოგწონს მზე, რომელიც არ წვავს, შენ მოგწონს დილა, ღამეზე ნაზი, შენ მოგწონს ლექსი რომელიც ამ წამს ჩემს ფიქრებს როგორც ეშმაკი აზის, შენ მოგწონს მთვარე, ამაო სტროფი, შენ მოგწონს გზების სიშორე ცასთან, ბალახი მოგწონს, არ მოგწონს მორფი, შენ მოგწონს ჩემთან, და არა სხვასთან, შენ მოგწონს თრობა მწიფე ნაყოფით, და ისევ ისე გიზიდავს ლექსი, შენ მოგწონს ჩემი ფიქრთა აკოფი, შენ მოგწონს ჩემში ის რასაც ვერ სცვლი, შენ მოგწონს უფრო ფერადი, ლაღი, ამიტომ ეტრფი გაზაფხულს მუდამ, შენ მოგწონს რომ ხარ პატარა ბალღი, და მოგწონს რომ ბალღს ფერება უნდა, შენ მოგწონს წვიმის წვეთებ ქვეშ დგომა, როდესაც მიწას აუვა სუნი, მოგწონს, რომ მხოლოდ ხარ ჩემი ნორმა, შენ მოგწონს რომ ვერ გიპოვნე წუნი. selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.