შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე!


18-07-2017, 10:40
ნანახია 1 579

ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე,
რადგან იგრძენი იარები სულზე არ ცხრება.
იცი და მაინც ამავედროს არ გსურს იცოდე,
არის ტკივილიც შეგუებით რომ არ მარცხდება.

არის სიბილწე... ორგულობა... შური... ღალატი,
დადგა ის ჟამი თავს მიიჩნევ სნეულ ბეჩავად.
იყო მომენტი არსებობას ხალხში მალავდი
და ერთ დღეს ჩუმად მიიცვლები როცა მზე ჩავა.

სიკვდილის მერე გაბრწყინდება შენი ხატება,
წმინდა ცრემლებლებით არაერთი აგიტირდება,
ამაო არის სიცოცხლეში შენი წვალება,
აქ სიკვდილამდე დაგაფასონ? - გაგიჭრდება.

გაგრიყეს ბევრჯერ.... ორგულობა ბევრჯერ დაგწამეს,
ერთხელ ენახა შენი სული არვის უცდია.
არ შეგარჩინეს სისპეტაკე - სიტყვით გაწამეს,
და შენი ჩუმი ამოგმინვა არვის უგრძვნია.

ღვთის ძე დაგყავდა სხვისთვის მალულ სპეტაკ ბუნებით,
მუდამ გტკიოდა ბოროტთათვის როგორ ეწამა.
ცხოვრებისაგან დაუწერელ კანონ უცვლელით -
შენც ერთ დღეს ჩუმად მიიცვლები როცა მზე ჩავა.

გტკიოდა ვიცი... დაგაჩოქა მხოლოდ ღალატმა,
არსად იწვოდა შენს სახელზე წმინდა სანთელი.
ვერ გაიხარა... ვერ იხარა მაინც ჯალათმა,
რადგან უფალთან აიტანე სუფთა სახელი.

ვერც მე გავიგე წუთისოფლის თავი და ბოლო,
არ გაფასებენ სიცოცხლეში ქვეყნად იცოდე.
მე ერთი ფრაზით შევამოკლებ დღეს ამ ლექსს მხოლოდ
- ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვერც მე გავიგე წუთისოფლის თავი და ბოლო,
არ გაფასებენ სიცოცხლეში ქვეყნად იცოდე.
მე ერთი ფრაზით შევამოკლებ დღეს ამ ლექსს მხოლოდ
- ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

გტკიოდა ვიცი... დაგაჩოქა მხოლოდ ღალატმა,
არსად იწვოდა შენს სახელზე წმინდა სანთელი.
ვერ გაიხარა... ვერ იხარა მაინც ჯალათმა,
რადგან უფალთან აიტანე სუფთა სახელი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent