მიდი, გაახილე თვალი
გავიდა წუთი, საათიც, წამიც. ახლა სადა ხარ? არ მინდა ცოდნა. იქნებ ჩემს გრძნობებს გაეთბე მაინც, არ მოგიწევდა ტალღებთან ბრძოლა. იქნებ მქონდა და შანსი დავკარგე, იქნებ ყველაფერს შენში მარხავდი, იქნებ რაღაცის შეცვლა შეგვეძლო, იქნებ უთქმელად გრძნობებს მალავდი. რამდენი „იქნებ“ დამრჩა საშიფრი, რამდენი წელი დაითვლის წამებს, გაუაზრებლად კვლავ შენთვის ვიბრძვი, ვერ ვაკორტნინებ შენს სხეულს სვავებს. სახეზე შეგრჩა სიცოცხლის კვალი, თვალებს არ ვიცი, როგორს მალავდი. ფილტვში სიგარეტს ნაღმებად ვტენი, შენ ვერ ხვდებოდი, ზოგჯერ გპარავდი. სხვა არაფერი დამრჩება შენგან? მხოლოდ თამბაქოს სუნში იქნები? ამ ბოლო დროს კი დამჩემდა ჩვევა, სიზმარში გხედავ, ჭკნები, იხრწნები. მეხსიერებას ცუდად შემორჩი, ბოლოს, რომ გნახე, შემეკვრა სუნთქვა, ბოლოს რომ გნახე, შენ ვერ მხედავდი, ბოლოს რომ გნახე, მიჰყავდი სულ სხვას. * * * სიზმარში ვნახე შენი აჩრდილი, ვიღაც შაოსანს ებრძოდი თითქოს. ვერ ერეოდი, ვეღარ სუნთქავდი, ის კი წამებით გაცლიდა სითბოს. ოთახს ჯერ კიდევ შერჩი ცოცხალი, ათასი წელი გვაშორებს, ვიცი. ვერ მოვასწარი თქმა, რომ მიყვარდი და ერთგულების გავტეხე ფიცი. ალბათ კარგია, თუ კი ვერ ხედავ, როგორ ცვლის ჩემს სულს შენგან სიშორე... შენ იყინები, ქრები, მიდიხარ მე კი ჭაღარას ვეღარ ვიშორებ. არ დაბრუნდები, ვიცი, ფუჭია იმედი, ვითომ ქუჩაში გნახავ. არ დაბრუნდები, ვეღარ ბრუნდება სული, რომელიც ცის საღვრებს ლახავს. მტკივა, ვიბრძვი და აკლიხარ თვალებს, თავს მინაწევრებს უთმელი გრძნობა, ოდესმე თუ კი ისევ შევხვდებით, შევძლებთ კი ნეტავ ერთურთის ცნობას? * * * ვეღარ გაგაცოცხლებ ალბათ, ისე მიილიე ცოდვით, თითქოს მე მადებდი ბრალად გრძნობებს, გადაკარგულს შორით. როგორ დაგვაშორა აწმყომ, მე ხომ დაგეძებდი მაშინ, როცა ილეოდა წამი, შენ კი კვლავ სიყვარულს ჰგავდი. მიდი, გაახილე თვალი, ზარი დააქციე ყველას, ვისაც არ სჯეროდა მთვარის და ვინც მოისროლა რწმენა. მოდი, ვიმკითხაოთ ქარში, როგორ იქნებოდა თუ კი მზეს არ გავატანდით სევდას სიტვყებს არ გავყიდდით ცოდვილს. მიდი, გაახიე თვალი, მიდი, მითხარი, რომ აქ ხარ, სული გამითეთრა შენმა მკერდძე დამჩნეულმა დაღმა. ვეღარ შევებრძოლე დოლინს, გული ამიცრუვდა რახან, მაგრამ შენთვის შევძლებ ისევ, თუ კი დაბუნდები კვლავაც. ბავშვობის მერე ლექსი არ დამიწერია და ასე მოულოდნელად მივარიხინე სამივე. პოეტობაზე თავს ვერ დავდებ, დიდად არც გამომდის, თან ლექსის კითხვა უფრო მიყვარს, ვიდრე წერა, მაგრამ მაინც მომინდა გამომეფინა სახალხოდ :D (ბოლოს და ბოლოს, მე ხომ სახალხო არტისტი ვარ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.