შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ისევ თოვლია....


22-07-2017, 16:30
ავტორი joxadze
ნანახია 1 741

სიყვარულს ვეძებდი, გეძებდი... ვერ ვძლებდი,
ჩემს გულში გიპოვნე და ისევ შორია,
ვიცი რომ შენს სულში მეც უხმოდ მეძებდი,
მაგრამ ამ დროის სვლით კვლავ ისევ თოვლია.

მოვდივარ, მოდიხარ... ნაბიჯებს სწრაფად ვთმობთ,
შეხვედრის მანძილი მცირდება თანდათან,
ამჟამად სადა ვართ ახლაც კი არ ვამბობთ,
და მაინც თვალთვალით გვიცქერენ სარდაფთან.

გვიცქერენ სიხარბით უსულო საგნები,
სიტყვები - სიტყვებთან უგონოდ ლაყბობენ,
მაინც ამ ტკივილებს მე არსად გავყვები,
თუმცა კი ვიცი, რომ ხვალ უკვე დამგმობენ...

მე დიდხანს გეძებდი... უშენოდ ვერ ვძლებდი,
ჩემს გულში გიპოვნე და... მაინც - შორია!
ნეტავი ამ წუთას რას ამბობ? - მეძებდი...
მიყვარხარ უზომოდ და ისევ თოვლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent