შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თათია ნარჩემაშვილს


22-07-2017, 20:17
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 601

შენი სილამაზე გულში ჩამივარდა
დიდხანს გიყურე და თან დროც გამივარდა
შენზე ფიქრებმა ცაში ამიტაცა
და მე მაშინვე შორს, შორს გამიტაცა

შენზე ფიქრებს ხომ არა აქვს ბოლო
ნებას არ მოგცემ რომ დამაბოლო
პირველ სიყვარულზე ოცნება
არს ძველისძველი მოგონება

ექვსი წლის წინ მე შენ რაც გითხარი
დღესაც არა გაქვს დანავიწყარი
ეს სიყვარული იყო სიზმარი
და სამუდამო სიკვდილის კარი

რატომ სიკვდილის? შენ უკეთ იცი
სულ ვერ გივიწყებ, ეს არის ფიცი
შენზე ფიქრებმა ბევრჯერ გამყინა
და მე ზღვის ფსკერზე უმალ ჩამძირა

ამ სიყვარულით მაშინ მე მოვკვდი
უეცრად გავხდი მელანქოლიკი
ჩემთვის შენ ყველა მხრიდან სულ თოვდი
კინაღამ გავხდი ალკოჰოლიკი

შენზე სიყვარულს მე სულ თან ვდევდი
ძველ მოგონებებს თითქმის სულ ვხევდი
მე შენ ყოველთვის დიდ პატივს გცემდი
ყურს კი არასდროს მე არ მიგდებდი

ჩემთვის იქნები სულ ჩემი მუზა
შენ ხომ სხვებისთვის ჩაუშვი ღუზა
შეუცვლელი ხარ, დაუვიწყარი
და სულ ეს არის მე რაც გითხარი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent