აღმოვაჩინე რომ მიყვარხართ
აღმოვაჩინე რომ მიყვარხართ, აღმოვაჩინე რომ დიდია თქვენდამი გრძნობა, სულის სიღრმეში ჩამალული, უკიდეგანო მომეჩვენა დღეს სიყვარული, აღმოვაჩინე რომ მიყვარხართ... აღმოვაჩინე რომ სიცოცხლე აღარ მეთმობა, და ვდგავარ თქვენში, ამდენ გრძნობით ზღვარგადასული, და ვდგავარ ახლოს, დედამიწის ურყევ ადგილას, გულზე მალამოდ მედებიან მთების ტალღები, აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება უნდა ადვილად, აღმოვაჩინე რომ უთქვენოდ ვერ ვივარგებდი... თქვენს შორის, თქვენთან, თქვენს გარშემო არეულ ფიქრით, და მზის ამოსვლაც მე მიზიდავს თქვენს მწვერვალებზე, აღმოვაჩინე რომ თქვენგან შორს სიცოცხლე მიჭირს, აღმოვაჩინე, რომ უთქვენოდ, უბრალოდ ვერ ვძლებ. selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.