შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო


7-08-2017, 23:28
ავტორი L LI
ნანახია 1 599

არ ვიცი, როდის შევწყვიტე სუნთქვა,
არ ვიცი, როდის დავკარგე თავი.
ვინ ვარ, სარკევ, იქნებ შენ მითხრა?
მითხარი, დღემდე როგორ ვიყავი.
გიყურებ, გხედავ, ჩემთვის უცხო ხარ
უცხოა შენი შავი თვალები,
მხოლოდ დღეს გხედავ პირველად თითქოს
ვგრძნობ, ჩემო თავო, კვლავ იმალები.
არ ვიცი, იქნებ რამე გაშინებს,
ცდილობ გაექცე წარსულის წამებს,
ხელი ჩამჭიდე, არ შეუშინდე,
მე გადაგარჩენ დიდ ხნის ნაწამებს.
მე მხოლოდ ერთს გთხოვ, არ დაიკარგო
არ მინდა გნახო შეყუჟული ბნელში,
მინდა ვიცოდე, რომ გწამს და გიყვარს,
წარსულის ლანდები არ შეგრჩეს ხელში.
უკან ნუ მიიხედავ, რაც იყო,იყო
წარსულის დღეები აღარ ღირს დარდად,
სჯობს გაიღიმო, ხელი ჩამჭიდო,
მოღრუბლულ დღეებს გარდავქმნი დარად.
იქნებ ისევ არ გჯერა ჩემი?
იქნებ ისევ გგონივარ უცხო?
იცოდე, უშენოდ არაფერი ვარ,
ვარ მარტო, ცარიელი, უხმო...
უშენოდ სადღაც, ფსკერზე ვიხრჩობი,
ესეც იკმარე, მეტი რაღა ვთქვა,
უბრალოდ მოდი, იქნებ მიპოვო,
უშენოდ, მგონი შევწყვიტე სუნთქვა.
არ ვიცი, როდის შევწყვიტე სუნთქვა,
არ ვიცი, როდის დავკარგე თავი.
ვინ ვარ, სარკევ, იქნებ შენ მითხრა?
მითხარი, დღემდე როგორ ვიყავი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ვიცი, როდის შევწყვიტე სუნთქვა,
არ ვიცი, როდის დავკარგე თავი.
ვინ ვარ, სარკევ, იქნებ შენ მითხრა?
მითხარი, დღემდე როგორ ვიყავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent