შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-შენ ის ლექსი ხარ დასასრული, რომ ვერ ვუპოვნე!


11-08-2017, 13:50
ნანახია 3 594

უამინდობა... გარეთ ისევ წვიმს და იწვიმოს,
მე არ მადარდებს... მოვიხურე ქარის მანტია.
და ეს ზამთარიც შემიყვარდა ჩემო იმიტომ,
რომ შენს ნაკვალევს ვაცილებდი ღია ფანჯრიდან.

ათოვდა თეთრად ჩემს აივნებს... მე კი ვერ ვგრძნობდი,
ვერ ვგრძნობდი ყინვას... სულს ათბობდა შენი სურნელი
მე ის სიტყვა ვარ ბოლო წლები შენ რომ გეტრფოდი,
შენ ის ლექსი ხარ დასაწყისსაც, რომ ვერ ვუძებნი.

მე ერთი ვიცი... შემიძლია თავი დავხარო,
გავჩუმდე, როცა საკუთარ თავს ვიგდებ აბუჩად.
მარად ტანჯული ჩემი სული სხეულს გავყარო,
მაგრამ მაგიჟებს ეს კალამი კვლავ, რომ დადუმდა.

დამუნჯდა მუზა... სხვა პოეტებს შენ ვერ გაუგებ!
ან იქნებ თავად გამაგიჟოს მკვლელმა ფიქრებმა,
რომ ერთი ლექსიც სამახსოვროდ მე ვერ გაჩუქე
სხვამ კი ყოველღამ შეიძლება გწეროს რითმებად.

მინდა რომ ახლა ჩემს თითებში შენ იჯდე ლექსად,
დღეს ეს სიტყვებიც უძლურია გამოსარჩლებად.
თვალებს ვხუჭავ და გუგებიდან იმ ცრემლად წვეთავ,
მე რომ არსად და არასოდეს გამომადგება.

ადრე შენს გარდა სხვა არავინ მისმენდა მახსოვს,
დღეს მისმენს ყველა და ამავდროს ესმის არავის.
შენს ნაფეხურებს წვიმა შლის და სისხლისფრად ათოვს,
შენ ფურცელი ხარ ჩემს შავ წიგნში თეთრად ნაქარგი.

დაგიწყე თითქოს და ვინ იცის ცდება გონება,
რას მარგებს ახლა, რომ დავნებდე რითმებს ულმობელს.
ლექსს თავიდანვე მისი წილი სევდა მოჰყვება
-შენ ის ლექსი ხარ დასასრული, რომ ვერ ვუპოვნე!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დაგიწყე თითქოს და ვინ იცის ცდება გონება,
რას მარგებს ახლა, რომ დავნებდე რითმებს ულმობელს.
ლექსს თავიდანვე მისი წილი სევდა მოჰყვება
-შენ ის ლექსი ხარ დასასრული, რომ ვერ ვუპოვნე!

 


№2 სტუმარი shorena ghlonti

❤ ჩემი ნიჭიერი გოგო

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაზე კარგი. ნიჭიერი და საყვარელი ხარ

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

shorena ghlonti
❤ ჩემი ნიჭიერი გოგო

ჩემოო ♥ ♥
terooo
ყველაზე კარგი. ნიჭიერი და საყვარელი ხარ

მადლობა თბილოოოოო ♥ ♥ ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5  offline მოდერი bla.ell

ჩემი აზრი კარგად იცი პოეტო,ჩემო რჩეულოkissing_heart უკარგესი ხარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent