შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოეტის ქმარი . . .


12-08-2017, 19:24
ნანახია 2 037

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
მრავალი რითმა გეხუროს მხრებზე.
არ უნდა ჰგავდე ფრთამოჭრილ არწივს
ეფერებოდე თითებით ლექსებს.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
არ გაშინებდეს ცრემლები ჩუმი.
გიყვარდეს წვიმაც, თოვლიც და ქარიც,
არ გღლიდეს უგზოდ შემოვლა ქუჩის.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
შეგეძლოს ზამთარს დაუხვდე მზედ და
ხან იყო ჩემთვის ნანატრი ბავშვი,
ხან თუ დამჭირდა შორს მყოფი დედა.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
არ გღლიდეს ჩემი ლექსების სმენა.
არ იყო მორცხვი ბავშვივით ლაღი,
მაშინ როდესაც ცუდად მყოფს მხედავ.

შენ უნდა იყო ამაყი მაშინ,
ვიღაც უცნობი შემაქებს როცა.
თუკი ემსგავსე ეჭვებით აღვსილს
უშედეგოა პოეტის ლოცვაც.

მე? მე ვიქნები მზეცა და მთვარეც,
მთებსაც კი შევძრავ შენ თუ დაგჭირდა.
ღიმილით მოვრთავ გრძნობებით ბაგეს
და საკუთარი მესგან დაგიცავ.

ავაგებ შენთვის სხვის საშურ ბილიკს,
გახსოვდეს ის რომ მარად ვარ ბავშვი.
განვიდი ძლიერ უბრალო ტკივილს
და ხასიათებს შევიცვლი წამში.

შენ წლების შემდეგ თუ იტყვი 'ღირდა'
რომ აირჩიე პოეტი ცოლი.
ჩვენი გრძნობები საოცრად წმინდა
გახდება იმ დროს თვით ღმერთის ტოლი.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი nio

უუუუუუუუუკარგესია kissing_heart ძალიან ძალიან მომეწონა

 


№2 სტუმარი Sana

უფრო და უფრო მაოცებ

შენს ნიჭს საზღვრები არ აქვს! ისე შემაყვარე თავი და შენი შემოქმედება, რომ პოეზია უშენოდ ვერ წარმომიდგენია. მიჭირს იმ ემოციისა და გრძნობების გადმოცემა, რომელიც შენი ლექსების კითხვისას მეუფლება. შეუდარებელი ხარ! ჩემთვის #1!!!❤️❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა კატგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent