შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაძარში


22-08-2017, 22:02
ნანახია 2 088

ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.

გულს მახვევია კავკასიის მთების ნისლივით,
მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება;
მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში,
მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!

თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს,
დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს,
კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი,
გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.

ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი,
ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს,
სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა,
მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.

დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე,
მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს;
ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს,
ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...



№1  offline მოდერი bla.ell

აქ იმდენი ადამიანია რომ კიდევ იქნება ვინმე ვანელი

 


№2  offline წევრი guranda:)

dzadzamia25
არგი აღარაფერი,ვანელი ვარ (შენს მსგავსად) არ ვიცოდი აქ ვინმე თუ არსებობდა ვანელი :დდ ხაი :)

მეც ვანელი ვარ და გამი
dzadzamia25
არგი აღარაფერი,ვანელი ვარ (შენს მსგავსად) არ ვიცოდი აქ ვინმე თუ არსებობდა ვანელი :დდ ხაი :)

გამიხარდა ეს ფოტო რომ დავინახე მეც ვანელი ვარ

ულამაზესი ლექსიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent