შეიძლება ლექსი ოცნებად იქცეს
ყველაფერი ხომ ამ დღეს დაიწყო იმ გაზაფხულის ლამაზ ფერებში მაშინ დაიწყო ჩვენი ამბავი იმ გაზაფხულის ნათელ დღეებში. საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი მე თუ ოდესმე შეგიყვარებდი ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ შავ თვალებს მე ერთხელ მაინც დავიფიცებდი. ვერ ვიფიქრებდი რომ ჩემს ცხოვრებას მე შენზე ფიქრში გავატარებდი, ვერ ვიფიქრებდი, მე თუ ოდესმე მე თუ ოდესმე, შენ დაგკარგავდი. ბევრჯერ ვტიროდი, მაინც ვფიქრობდი ბევრჯერ გლანძღავდი, მაინც გხატავდი ერთი დანახვით, ათჯერ ვიწვოდი მაგრამ ამ გრძნობას მაინც ვმალავდი. შენი წყალობით, პოეტიც გავხდი პირველი ლექსი, ხომ შენ გეძღვნება, იმ შავ თვალებზე მუდამ ვიფიქრებ არ დამივიწყო ჩემო ოცნებავ! შენსკენ მომავალ, იმ ძველ ბილიკთან მე შენ ყოველდღე, დიდხანს გელოდი, მე უშენობით გული მტკიოდა, მაგრამ სიკვდილი არის შარბათი. ჩემი ცხოვრების იმ ბნელ წუთებში სამოთხის კარი ბევრჯერ გავაღე, მაგრამ ჩემს ტკივილს ისიც ერთვოდა რომ შენ ჩემს გვერდით ვერ დაგინახე. რომ ვერ გხედავდი, გული მტკიოდა ისე ძალიან თქმას, ვერ ვკრძალავდი, დრო გადიოდა და ჩემს ფიქრებში შენზე ლექსები იწერებოდა. ჩემი ტკივილი, კალმით ავღწერე ჩემი ცრემლები, მელანს ერთვოდა მზე ჩადიოდა და ჩემს ფიქრებში შავი წერტილი იკვეთებოდა. ის ყველა ლექსი, შენ მოგიძღვენი ჩემი ცხოვრების, დიდო ნათელო მაგრამ იმ ქვეყნად როგორ წავიდე რომ შენზე ლექსი კვლავ არ დავწერო. ამ სტრიქონს, ვწერდი გაღიმებული რადგან ეს ლექსი, კვლავ შენ გეძღვნება, ჩვენ კი ერთმანეთს ისევ შევხვდებით არ დაივიწყო, ჩემო ოცნებავ! ყველაფერი ხომ ამ დღეს დაიწყო იმ გაზაფხულის, ლამაზ ფერებში, მაგრამ, აქ მაინც არ დამთავრდება ეს არ იქნება ის დასასრული. დასასრული ხომ აქ არ იქნება მაგრამ ეს იყო, ის დასაწყისი ყველაფერი ხომ ამ დღეს დაიწყო იმ გაზაფხულის ნათელ დღეებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.