მინდა მოდიოდე ჩემთან
მინდა მოდიოდე ჩემთან.. ყვავილები მოგქონდეს.. შუბლზე მკოცნიდე.. მიღიმოდე.. მინდა მოდიოდე ჩემთან.. გვერდით მიჯდებოდე.. ჩემი სიჩუმე გესმოდეს.. ხელებს მითბობდე.. კისერში მკოცნიდე.. მინდა მოდიოდე ჩემთან.. ჩემს თვალებს უყურებდე.. ჩემს ზურგს ხატავდე.. ჩემს გაბუსხულ ტუჩებზე იცინოდე.. მინდა მოდიოდე ჩემთან.. საწოლის კიდესთან წვებოდე.. თმაზე მეფერებოდე.. მე შენი გულისცემის ხმაზე ვიძინებდე.. მინდა მოდიოდე ჩემთან.. შენთვის ვუკრავდე.. აივანზე მთვარესთან და ჩარკვიანის ხმასთან ერთად ვათენებდეთ.. ქაღალდის ნავს მივყვებოდეთ.. ერთმანეთის ჰაერს ვსუნთქავდეთ.. ზოგჯერ მგონია რომ სისხლად დამიდიხარ ძარღვებში.. შენი ჰაერი ისევ გამჯდარი აქვს ვენებს.. თენდება ლურჯად.. მინდა მოდიოდე ჩემთან.. ჩემი ტანის ჩაღრმავებულ ნაწილებს შენი თითებით ავსებდე.. დილით გაღვიძებდე.. წვიმდეს... მინდა მოდიოდე ჩემთან.. მართლა მოდიოდე.. შემოსასვლელ კარს კეტავდე.. ჩემთან ჯდებოდე.. თუნდაც ზურგით.. გიყვარდე.. ..... მინდა მოდიოდე ჩემთან.. ხელებს მიჭერდე მხრებზე.. და აღარ მიდიოდე ჩემგან.. ბარ ბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.