შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანიელს


10-09-2017, 23:21
ავტორი Anna)))
ნანახია 1 626

იმედის ნაფლეთებს ვაწებებ დანიელ,
თვალებზე ბინდივით მეკვრება ტკივილი,
სიცოცხლე რომელიც სულ ფუჭად გავლიე,
იცვლება დროდადრო მტანჯველი სიკვდილით.

ვის დაღლილ თვალებში ვეძებო სიმშვიდე,
ან სითბო ვის ხელებს ვესესხო დანიელ,
რაოდენ რთულია სიძულვილს იმკიდე,
რაც სთესე იმდენი სიკეთის მაგიერ.

ტკივილებს ვერაფრით ვერ ვშველი ვრწმუნდები,
არადა უაზროდ რამდენი დავლიე,
ვერაფერს გიყვები...ამიტომ ვჩუმდები,
და მაინც... რამდენჯერ მოგიკივდე დანიელ?

ვის ვკითხო ბავშვობა როდისღა დავკარგე,
ან სულში ეშმაკის ხელი რომ ჩავრიე,
შემინდოს უფალმა სწორედ ვერ გავთვალე,
ცხოვრება ვერაფრით ვისწავლე, დანიელ.

ვერაფრით გადავდგი სწორი ნაბიჯები,
გუბეში გავცვალე ზღვა და ოკეანე,
ქირქილით ზურგს უკან მძორი ნაბიჭვ'რები
კვდებიან, და მოდი რამით მომეხმარე.

უშენოდ ახლა საშინლად რთულია,
დღეები ფუჭად და შავ-თეთრად გავლიე,
ვერაფერს გიყვები, საოცრად ჩუმი ვარ...
და მაინც ...
რამდენჯერ მოგიკვდე, დანიელ?
ანნა ზეიკიძე



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვის ვკითხო ბავშვობა როდისღა დავკარგე,
ან სულში ეშმაკის ხელი რომ ჩავრიე,
შემინდოს უფალმა სწორედ ვერ გავთვალე,
ცხოვრება ვერაფრით ვისწავლე, დანიელ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent