შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩებში ვერ ვგრძნობ სითბოს


6-10-2017, 11:18
ავტორი sel
ნანახია 2 166

ქუჩებში ვერ ვგრძნობ სითბოს,
ქუჩებში სიცივე დაძრწის,
ფერები გახუნდა, თითქოს,
სიტყვებმა დაკარგეს აზრი.
ქალაქი სიყვარულს ითხოვს,
სიჩუმის გლოვაა ირგვლივ,
გავჩერდი. თქვენ ფიქრობთ თითქოს
კვკავ ძველებურად ვიბრძვი,
განცდები მქონდა სახლად
და ვერ გავთვალე სვლები,
ვერაფერს გეტყვით ახალს_
დღესაც უზომოდ ვთვრები,
ისევ შევწყვიტე სუნთქვა,
ისევ დავხუჭე თვალი...
ჩემთვის არავის უთქვამს
რა მაქვს ცხოვრების ვალი,
ქალაქი ჩემს ფიქრს გლოვობს,
გზა არ მთავრდება გრძელი,
და მეც ვერ ვხედავ ბოლოს,
და მეც ვერაფერს ვერ ვცვლი.
ქუჩებში ვერ ვგრძნობ სითბოს,
ქუჩებში სიცივე დაძრწის,
ფერები გახუნდა, თითქოს,
სიტყვებმა დაკარგეს აზრი.

Selassie




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent