შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აერევა ფეხი გრძნობას უთაურს


14-10-2017, 23:13
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 428

უცაბედად ამერია გონება,
რა უდროოდ გამითეთრდა ფიქრები,
უკვდავება, რასაც გული მონებდა,
წავიდა და სიბნელეში ვინთქმები.

უმისობას მოვთქვამ მთელი სხეულით,
დაქსელილი ვენებიც კი კვნესიან,
რომ ვინატრებ სიკვდილის წინ ეული,
აღსარების მარტოსული ლექსია.

ღამის ქუჩებს მივუყვები ობოლი,
და არ მჯერა, შეცნობა რომ ვინანე,
მიმოდიან ბნელ ქუჩებში ორ ორი,
და აღმიძრავს კოცნა ბებერ სინანულს.

ავადაა მოწამლული სინდისი,
გაუთქმელი მწუხარება ახველებს,
რომ თვალები მენატრება იმისი,
როცა ვუმზერ მოკისკისე სახეებს.

დაათენდა ცისგვამს ღამე ოჩანი,
ა, წყვდიადმაც მიმატოვა, გამწირა,
ღამით თუკი შავ ღვინოში მოჩანდი,
დილის სხივი დაგშლის ნაწილ ნაწილად.

დაეწამლა მარტოობას აბედი,
აერევა ფეხი გრძნობას უთაურს,
ვეღარ ვარჩევ ვეღარაფერ ავბედითს,
შენს ხატებას კვლავ ვერ ვურჩევ სათაურს.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დაეწამლა მარტოობას აბედი,
აერევა ფეხი გრძნობას უთაურს,
ვეღარ ვარჩევ ვეღარაფერ ავბედითს,
შენს ხატებას კვლავ ვერ ვურჩევ სათაურს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დიდი მადლობა რომ ასე ელოდები ჩემს ლექსებს blush

 


№3 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

სულ წერე ხოლმე
მე წაციკითხავ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი გიკი გოგო
სულ წერე ხოლმე
მე წაციკითხავ


ვეცდები ეგ თხოვნა შეგისრულო. დიდი მადლობა რომ კითხულობ blush

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Nisa Sa
შესანიშნავი რითმებია, გულს რომ აგიჩქარებს ისეთი, ნეტავი იმას, ვისაც უწერ...


ის ვეღარ ნახავს .. მიხარია რომ მოგეწონა )

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მკვდარია.. როგორ არა, მაგრამ ჯერ სიკვდილი არ შემიძლია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent