ქარი და მე : დიალოგი ქარიან ამინდში
ნაწილი I ომი და ჭიდილი: ქარი ჭადარს აშრიალებს, ახლოსაა განა შორი , უნებურად მაჟრიალებს, ვარ ვნებისგან განათოში, ძებნას გიწყებ, ძლიერ ვიწყენ ჩემს გულში რომ თამაშობდი... -დაივიწყე,-მეუბნება შემოდგომის ქარაშოტი. ქარი ჭადარს აშრიელებს. გრძნობა უშენობით ნაგებს მომაგონებს ახალ ჰანგებს, თუმცა ვიცი არას მარგებს,და შემიპყრობს ჭმუნვა-შფოთი, ქარი კართან სევდას აღძრავს, რაღაც მღვრიე ტალღას დაძრავს დაივიწყე , - ამას ამბობს შემოდგომის ქარაშოტი. ქარი მზერას არ მაშორებს. ზეცად სადაც მთვარე ახლობს, სადღაც ვგრძნობ რომ იქვე სახლობს, ავუყვები როცა მაღლობს, კვლავ მომყვება შავად ნოტი, წამ, და უცებ იკარგება, სანატრელი იქ ხატება, როცა ყურთან მიხრიალებს სისხლიანი ქარაშოტი- დაივიწყე და განშორდი. ქარი ჭადარს აშრიალებს. მოვუმატე ნაბიჯს ჩქარულს, სჯობს სიკვდილი მოცდას მხდალურს, ადგილებში სად სიხარულს რა ხანია არ აქვს კვალი, ირგვლივ ხარობს მხოლოდ ქარი სად ნუგეშის წყდება კორდი ყური უგდე ჩურჩულს ფარულს, გაიგონებ სადაც არი. -დაივიწყე და განშორდი... ! - ამას ამბობს ქარაშოტი. ნაწილი II სათქმელი ჩემი მცირე ქარისადმი: *** (ქარი არ ჩანს , მაგრამ ნარჩევს მეუბნება სიტყვას ქარულს, ის მღელვარებს რომ არ ძალმიძს ტილდას გზიდან აშორება.) - სამუდამოდ მასთან დავრჩე, მიკვირს ასე რომ გადავრჩე, რას მომიტანს არც ის ვიცი ქარო მასთან განშორება, ქარო ჭადარს ჩამოშორდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.