ნუ დაბრუნდები
და ღვთის გულისთვის ნუ დამიწყებ ნურაფრის ახსნას ახლა ისე ვარ როგორც ჩიტი თოფის სროლისას როცა ხვდება რომ სიკვდილამდე წუთიც არ დარჩა და ძალაც არ აქვს რომ თავიდან ფრთები მოისხას. და ღვთის გულისთვის ნურასოდეს ნუ დაბრუნდები, აზრი აღარ აქვს დამსხვრეული გრძნობის აღდგენას, სისულელეა მოსახდენს რომ წინ აღუდგები და მოხდენილს რომ კვლავ დაუწყებ სრულად მართლებას და ღვთის გულისთვის ნუ დამიწყებ ცრემლების წმენდას , გზები ხსნილია , ნურასოდეს შეხვდები ტკივილს, ბუნებრივია საბოლოოდ ყოველი ქრება და მეც გავქრები, ჩვეულებრივ, შევხვდები სიკვდილს. და ღვთის გულისთვის ნუ დაიწყებ ტირილს და მოთქმას, და სასთუმალთან ნუ დაჯდები დიდხანს მდუმარედ, ვეღარ გავიგებ, ვეღარ შევწყვეტ ვერასდროს ბორგვას, ვერაფერს ნახავ ახალგაზრდა მკვდარზე უარესს... ანნა ზ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.