შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ჩურჩულებს ყვავილები


1-11-2017, 09:56
ავტორი bla.ell
ნანახია 1 993

ისევ ჩურჩულებს ყვავილები
როგორც იმ ღამეს,
როცა სიყვარულს გავურბოდი
სადღაც ტირილით,
ვერ ვფიქრობ სხვაზე
გეფიცები
გადავიღალე!
როგორ მსურს ახლაც
დავიბზარო ჩემი კივილით.

მიშველე ცაო?!
შენც იტირე,დაღვარე ცრემლი
მიყვარდა რა ვქნა...
არაუშავს გადა'ვიყვარებ!
ვიგონებ კანონს,
რომელშიაც საერთოდ არ ხარ,
უშენოდ მყოფი
სასიცოცხლოდ ჰაერს ვიკმარებ

დავრჩები სახლში,სიბნელეში
დავიწყებ წერას,
ვიმსჯელებ შუქზე ფანჯრიდან
რომ ანარეკლს ტოვებს...
ძველ ლექსებს წავშლი,
მეტსახელად დავირქმევ
მწერალს,
დავხატავ გასულს
წარმოვიდგენ ჩემს სხეულს
დაშლილს...

ვიმღერებ ჩუმად,
ყვავილებთან დავრჩები
ვინც ვარ!
მიწოდებთ შეშლილს,
სიბერემდე ვიქნები ბავშვი
თქვენ ნუღარ განმსჯით
საკუთარ თავს თავადვე ვკიცხავ
შენ კი არ გინდა ეს ნიღაბი
ვინც ხარ ის დარჩი!

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი day

Rა კარგი ლექსია რა კარგად წერ
Zალიან მომეწონა '"უშენოდ მყოფი სასიცოცხლოდ ჰაერს ვიკმარებ'"
Eს სიტყვები ყველაზემეტად Mომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

არ მოაბრუნო შუა გზიდან შენი მერანი,
და თუკი თვლი რომ ცხენის შეცვლით მიწა გაცვდება,
ვერ გავიქცევით.. თუნდაც გვერქვას ბედისმწერალნი,
და რაც ოდიდგან დაგვებედა მაინც ახდება.

ვხედავ ნიაღვრებს გადმოღვრილს და გულმკერდ დაკორტნილს,
და ვიცი ისიც, დამიჯერე, ვერ შევიცვლებით..
ამ ჯოჯოხეთში სიკვდილია ერთი აკორდი და
ყველაფერი ტანჯვის ნაცვლად, ყველა იცვლება..

რომ სიყვარული სენი გახლავს განუკურნები,
და ავადმყოფებს მისჯილი გვაქვს მარად ვიტანჯოთ,
დანაწევრდება ეთერებად სული უვნები
და მუხლს ოიდრეკს მის ფეხებთან ყოველი მუნჯი.

ჩვენ ვერ ვისწავლით აწ გალობას, არ გვინახია,
რაოდენ რთული საფასურით დაგვხსნეს გალიას,
რასაც განიცდი, შიშობ ანდა დაგინახია,
მომავლის შიშში სულმა შენმა უკვე დალია,

შესვა ფიალა მარტოობის, როგორც დემონი,
დაო საბრალოვ, შენს სტრიქონებს ავედევნები,
ჩავიკარგებით მარადისად ფერფლში მემგონი,
და დაგვიტირებს ქარი უკან მონადევნები.

შენ კი ნუსტირი, შეიმშრალე წყვილი ცრემლები,
ობლად დაღვრილის წილ ყაყაჩო მინდვრად იხარებს,
მოვა აღდგომა, საღვთო ნისლი შემოგევლება,
გარს და ზარნაშოს საბუდარშიც გამოიდარებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი Ana

კარგია..
ლამაზი და კარგი..
როგორი იყო იცი?!
ისეა დაწერილი რომ თითქოს შევიგრძნობ იმას რასაც წერ..❤

 


№4 სტუმარი გვანცა))

რა კარგი იყოო

 


№5  offline წევრი mimimimo

ერთი ამოსუნთქვით'ო
რომ იტყვიან
ასეთი იყო.
მომეწონა.
განსხვავებული იყო.
წარმატებები!

 


№6  offline წევრი ki si

"Mersaxelad davirqmev mwerals" arachveulebrivi iyo gansakutrebit miyvars sheni leqsebi sayvarelo. Rac sheexeba am frazas yvelaze metad momxvda gulze kidev mindoda frazebis dawera magram mere mivxvdi am shemtxvevashi sruli teksti unda amomewera. Dzalian kargi xar < 3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ერთ დღეს შენი ლექსების კრებული უნდა დამხვდეს წიგნის მაღაზიაში

 


№8 სტუმარი სტუმარი nini

რა კარგიაა))მომწონს შენი ლექსებიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent