შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, ღმერთო ჩემო, სულ კიჭი, კიჭი, როსღა ვეღირსო გამაყუჩებელს?!


18-11-2017, 13:46
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 518

მეოთხე დღეა მაწუხებს კიჭი,
და თუ რა არის კიჭი, ვერ ხვდები,
მე კბილის გარდა კიჭი არ ვიცი,
კიჭი მაწუხებს და არა ყბები.

ო, ძლიერია ეს ყრუ ტკივილიც,
ნერვი არ დარჩა, გულ-ღვიძლს მიკაწრავს,
ბნელ ოთახიდან სიმწრის ყვირილი
ვგონებ საფლავში ესმის სინატრას.

თუ ცოცხალი ხარ, დიდი ბოდიში,
არ მიყვარს ჩემით სხვას რომ ვაწუხებ
და ისე ვბღავი ახლა სიმწრისგან
შენ მხოლოდ მკვდარს თუ ვერ დაგამწუხრებ.

ძმა გავაგზავნე მაღაზიაში
მოატყუეს და ცუდად ივაჭრა
ო როგორ მინდა იმ ქალს ყურებზე
სიტყვა კი არა ხახვი მივაჭრა

ხახვი რაღატომ? სასაყვედურო
ვინც კი რა უთხრა როცა ესტუმრა,
ყურებზე ხახვი არ მიმაჭრაო
ყველა ამ ფრაზით გამოესტუმრა

ამადაც მინდა.. მეხვევა თავბრუ,
და ალაგ ალაგ მაბორიალებს
როგორც მწყურვალი ველზე უდაბურ
ბარბაც ბარბაცით დავბორიალობ

როცა ოდესღაც აწამეს ქრისტე,
ჯვარს აცვეს ჩემი მამა და ღმერთი
ვაჭარ ებრაელს, მახლობლად იქვე
კბილი ასტკივდა სიბრძნისა ერთი.

სტკიოდა კბილი ბენ ტოვიტს ძლიერ,
და ის წყეული მაშინ ჩაამდა,
მომაკვდავს ძმარი რომ შეაძლიეს
და ისრაელის მზე რომ დაღამდა...

მე არ ვყოფილვარ იმ დღეს მტარვალი,
მისებრ ტანჯვისთვის მსურდა გამეძლო,
არღა რა დამრჩა გამოსავალი
ვიტანჯე სანამ ტვინი არ მეღრძო..

და ამას მივხვდი ოთხი დღის შემდგომ
რომ ჩემი კბილი ყოფილა კიჭი,
მე ვერ გავუძლებ გამოცდას შემდგომს
რადგან პატარა ვყოფილვარ ბიჭი..

შემოეჩვია ღრძილებს ტკივილი
მომწარო ვიდრე ტკივილი გულის,
და ღამღამობით სულის კივილი
მამის ყურებში ბაღდადურს უვლის..

როდი მინდოდა დაცინვა ბედის,
სირცხვილით არა, ცოდვით დავიწვი
შემოვრჩი ცალად სამყაროს ყბედი
ჩემივ ერთგული ცალი ლავიწით..

და თუ შენ ამას კითხულობ ჩემო
მკითხველო, ჩემზე გეცვლება აზრი,
გამწარებულზე არ მინდა ვცემო
მოგვიანებით ყურებს დავაჭრი

ყველას ვის გამოც ამტკივდა კიჭი,
რა არი ლექსზე ერთი ლაიქი,
მთელი საათი ვწვალობდი ბიჭი
წაიკითხოთ და ისიც ლაითად?

და თუ წაკითხვა დაგეზარება
მამენტ ლაიქი მაინც დატოვე,
გამომაშტერა თვალში ბზარებმა
და აბეზარმა ამ სიმარტოვემ

ვაა!

პ.ს ავად ვარ ახლაც, წუხელ ვკვდებოდი
მე არ მიცნობდა, მოჰკლეს ზოზია,
სულ გავაფრინე ხალხო მემგონი,
ღმერთო მიშველე.. აგერ, მოდიან...



№1  offline წევრი ფერადიი...

რითმის მამა ხარ
შემეცოდა საწყალი ბიჭი
კიჭი-კიჭი
ხო ბოლო ორ კუპლეტზე გამეცინა აქაც დაიწყეს ლაიქებე ტირილითქო[ ნუ ეს ხუმრობით ]
გამოჯამრთელებას გისურვებ
არ ხარ დალაგებული შენ რო გაკვირდები

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფერადიი...
რითმის მამა ხარ
შემეცოდა საწყალი ბიჭი
კიჭი-კიჭი
ხო ბოლო ორ კუპლეტზე გამეცინა აქაც დაიწყეს ლაიქებე ტირილითქო[ ნუ ეს ხუმრობით ]
გამოჯამრთელებას გისურვებ
არ ხარ დალაგებული შენ რო გაკვირდები


გაიხარე, მტკიოდა და მა რა მექნა smiley smiley

 


№3  offline წევრი kaisha13

აშკარად ნიჭიერი ხაარ...:D თორემ მეც მტკივა კბილი მაგრამ ორი ხაზიც ვერ გავრითმე...:D

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

kaisha13
აშკარად ნიჭიერი ხაარ...:D თორემ მეც მტკივა კბილი მაგრამ ორი ხაზიც ვერ გავრითმე...:D


ჰა, ჰა, ჰა, გაიხარე.. შეიძლება ისე ძაან არ გტკივა ჯერ laughing

 


№5  offline მოდერი bla.ell

kaisha13
აშკარად ნიჭიერი ხაარ...:D თორემ მეც მტკივა კბილი მაგრამ ორი ხაზიც ვერ გავრითმე...:D

მომეწონა შენი კომენტარი:დდდ

აუ ლაზაზოო ძაალიან კარგი იყო ნიჭიერო ბიჭოო და ძალიან კარგო პოეტო .❤❤

 


№6  offline წევრი kaisha13

ხო ორი საქმე ერთად გავაკეთე 1) ჩემი უნიჭობა ვაღიარე და 2) ლაზარეს ნიჭიერება ვაღიარე...:D

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
kaisha13
აშკარად ნიჭიერი ხაარ...:D თორემ მეც მტკივა კბილი მაგრამ ორი ხაზიც ვერ გავრითმე...:D

მომეწონა შენი კომენტარი:დდდ

აუ ლაზაზოო ძაალიან კარგი იყო ნიჭიერო ბიჭოო და ძალიან კარგო პოეტო .❤❤


laughing ელლ.. laughing სად იყავი?

kaisha13
ხო ორი საქმე ერთად გავაკეთე 1) ჩემი უნიჭობა ვაღიარე და 2) ლაზარეს ნიჭიერება ვაღიარე...:D



უნიჭო არ ხარ.. blush ნუ ეხლა რაკი დავიბადე.. laughing

 


№8  offline წევრი kaisha13

კაი მაშინ ამ სიტყვებს დავიჯერებ და მეტად ვეცდები გარითმას,რაიცი რახდება იქნებ გამოვიდეს რამე
ლაზარე 13
bla.ell
kaisha13
აშკარად ნიჭიერი ხაარ...:D თორემ მეც მტკივა კბილი მაგრამ ორი ხაზიც ვერ გავრითმე...:D

მომეწონა შენი კომენტარი:დდდ

აუ ლაზაზოო ძაალიან კარგი იყო ნიჭიერო ბიჭოო და ძალიან კარგო პოეტო .❤❤


laughing ელლ.. laughing სად იყავი?

kaisha13
ხო ორი საქმე ერთად გავაკეთე 1) ჩემი უნიჭობა ვაღიარე და 2) ლაზარეს ნიჭიერება ვაღიარე...:D



უნიჭო არ ხარ.. blush ნუ ეხლა რაკი დავიბადე.. laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent