შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოტა.. ო, ძლიერ ცოტა დარჩა...


1-12-2017, 00:54
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 743

ცოტა.. ო, ძლიერ ცოტა დარჩა ჭეშმარიტებას,
რომ გაიაროს ცხოვრებიდან გზა დიდ მითამდი..
ცოტაღა დამრჩა და ნუ ჩათვლით გადამეტებად,
რომ ბოლო კარის მიხურვამდეც ძლიერ მიყვარდით..

მათბობდა თქვენი მაისი და თქვენი ხალისი,
ფანჯარასთან რომ მივირთმევდით ორნი წეულას,
იქ რა დამხვდება, კარგად ვიცი, თქვენ რომ არ იცით,
ალბათ აკვანი.. თბილ მზეზე რომ გადარწეულა..

ცოტაღა დარჩა მარადისი განშორებამდის,
მიჰყავთ კაჭკაჭებს ვინ იცის სად, ღრუბლის საცოლე,
ატირდა მთვარე ისევ მზესთან დაშორებამდი,
აჰა, უღელიც ჩამოგვხსნეს და გრძნობაც აწონეს.

ახლოა ჟამი უდღეო და დიდი წილისყრის,
ვხედავ, ვერ ვგრძნობ და ვერ ვიაზრებ მაინც ვინა ვარ,
გაკოცებ შუბლზე პაწაწინავ ისევ ძილის წინ,
და იქ ჩავუშვებ ღუზას სადაც ბედმა ინავა..

ძლიერ მცირედი დააკლდება ჭეშმარიტებას,
რომ ტრფობით ჩემით კვლავ შენამდე ჩამოაღწიოს,
რომ მე გავქრები, ნუ ჩამითვლი გადამეტებად,
რომ აღარ მძალუცს ჩემს ფერიად ისევ გაქციო..

წამებს მიითვლის გრიმუარში დროის ალქაჯი,
შემომეფსკვნება ნებიერად ის სხვა თავნება,
გიბრუნებ უკან უპირველესს რაც კი დახარჯე,
სადაც დაიწყო ბალთაზარი, იქვე მთავრდება..

სამი დღე დარჩა გარდაუვალ დასასრულამდის,
თუმც აგონია დაშორების, გასტანს კვირობით,
ო, რა შორია, წლობით ნანატრ ძვირფას სულამდის,
და მაინც ჩემო მშვენიერო, გტოვებ.. მშვიდობით...



№1  offline წევრი kaisha13

თუმც აგონია დაშორების, გასტანს კვირობით,
ო, რა შორია, წლობით ნანატრ ძვირფას სულამდის,
და მაინც ჩემო მშვენიერო, გტოვებ.. მშვიდობით... (gansakutrebit es sityvebia is rac nebismier mkitxvelis guls sheexeba da ver datovs gulgrils...))) warmatebebi sheen...

 


№2  offline მოდერი bla.ell

აკო...რა კარგად წერ შენ გიჟო პოეტო რააა,აზრზე არ ხარ როგორ მომწონს შენი პოეზია და პოეტური აზროვნება,ასწორებს რო გიცნობ რააა მაგარი ხარ ბრავო ძალიან მომეწონა ლექსი როგორც ყოველტვის მარილი არ აკლია სრულყოფილია❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent