შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლი, ვერ ნათქვამი სიტყვებია


3-12-2017, 22:23
ავტორი მზისა
ნანახია 1 875

ცრემლი ვერ ნათქვამი სიტყვებია,
ფიქრებს უთქმელად რომ დასჩვევია,
პოეტსაც ხომ ასე დარქმევია
იხარაო - მერე დაჰკარგვია.
მეც ხომ სწორედ ასე დამმართნია,
თუმცა პოეტს შარფი დამკლებია,
ბერეტს ვერ ნაჩვევი გარიჟრაჟზე
ნაცვლად ნოსტალგია შემრჩენია.
სევდას აქსოვენო ნაწერებში,
ამით იშუშებენ ჭრილობებსო,
მე კი ყოველ სიტყვა აღმოხდენილს
მწარედ მეხსნებიან ნაკერები.
ყველა სტროფში არის ურითმობა,
და ეს გაცვეთილი სუბსტანტები,
სხვისთვის მოპარული მანერა და
ღიმილ მორეული მსმენელები.
უკვე კალმისტარიც მეურჩება,
ლექსი ვერლიბრებად შეუცვლია,
ჩემდაუნებურად ნაწერ ფრაზებს
თითქოს წიგნად უნდა ჩამოწერა.
აღარც ჩანახატი, თხზულებები,
აღარც დამალული "არც-წიგნები"
ვეღარ ვენდობი და არც მალავენ
ცრემლებს, უთქმელობით გაჩენილი.
ცრემლი ვერ ნათქვამი სიტყვებია,
თუნდაც ბანალურად ნაშობარი,
ჭრილობები თუ არ შეხორცდება,
ვეღარც დასრულდება ნაწერები.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ ნიჭიეროოო

 


№2  offline წევრი მზისა

terooo
რა კარგი ხარ ნიჭიეროოო

მადლობა ჩემზედ ნიჭიერო :-* :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent