მასწავლე ღიმილი...
გაშალე მკლავები- ტალღები შავი ზღვის, ახლა მონატრება ნისლივით ჩამოწვა- გულში და მჭირს, ო როგორ მძაფრად მჭრის ტკივილი გულის ერთადერთ აორტას. მაჩუქე ღიმილი- ნათება მწველი მზის , უშენოდ ყველა დღე ნაღველით ღამდება, "ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის" სულში და სიკვდილიც არაფრით ამცდება შემახე თითები- ფოთლები საკურის , ღამეა , "ფოთლები მიქრიან ქარდაქარ" ზეცამდე გაჭიმულ ჰორიზონტს გავყურებ, თვალებში ცრემლების ტბორები ჩამდგარან . დახარე თვალები- კაშკაშა ვარსკვლავნი, ზეცას რომ ვცილდები მე მათი შემყურე , ვდგავარ ეტნასავით-უვადოთ ჩამქრალი და შენი შეხება ამანთებს მერწმუნე. მასწავლე ღიმილი- დარდის დავიწყება... როგორ ავიტანო უშენოდ ამდენი, და სანამ ბოლომდე სული გამიქრება გთხოვ, დაუკარი ჩემს სულზე ვაგნერი. გაშალე მკლავები- ტალღები შავი ზღვის, ვიქნები ფრენისგან დაღლილი თოლია შენს გულში ვიპოვი სახლს სანამ ქარი ქრის ან სანამ სიცოცხლის ბოლო დღე მომივა. ანნა ზეიკიძე რა ვიცი... შემიფასეთ თუ გინდათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.