შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამძიმებ ფურცლებს როგორც თვალებს, როცა ძილი სურთ


2-01-2018, 15:12
ავტორი bla.ell
ნანახია 2 363

ვზივარ ფიქრებით გაფრენილი,
როგორ ვიღლები...
ვამძიმებ ფურცლებს
როგორც თვალებს,
როცა ძილი სურთ,
ვწერ და შექმნილი უაზრობით
ცრემლად ვიღვრები,
ჩემი ცრემლების ნაკვალევით
სახლი გაივსო.

ვეღარ ვაოკებ შეშლილ სურვილს
ისევ წერისას,
მუზა კისერზე ამბორს ტოვებს ცხელი ტუჩების,
და მოშორება ბაგეების აღარ მეღირსა,
ცხელი სუნთქვაა გაგიჟებას გადავურჩები.

ვერევი სურვილს კარს ვუხურავ
მუზას ამ ღამეს...
გაფითრებული დანისლულა სახლში ფიქრები,
უსასრულოა რომ ვუყურებ
დღესაც მაგ თვალებს,
მემგონი მუდამ მაგ თვალების
მცველი ვიქნები.

ვტოვებ ღიმილებს იმ წერტილში
სადაც ვსრულდები.
სადაც დაღლილი თვალებს ვხუჭავ როგორც ფრენისას.
ვინც ჩემი ყოფნის ამ თბილ სახლში არის მსურველი.
ჩემი ლექსები თბილ პლედებად
მხრებზე შეისხას.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი shalo

pmshi rato armomaqcie yuradgeba xogitxari titebis amputacias miketeben da jer paralizebuli viqnebio

 


№2 სტუმარი l,m not sick

ჯანდაბა!
ყოველთვის რატომ მაოცებ (?)

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

სიმღერასავით იყო...
უკანასკნელი სტროფი სამჯერ წავიკითხე, ისე მონეწონა ^^
რა კარგი ხარ...

 


№4  offline წევრი geo877

სულში ჩამწვდომი და თბილი. მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent