შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადახსნილი ვენიდან...


19-01-2018, 16:41
ნანახია 2 047

გადახსნილი ვენიდან
ტკივილები მოჟონავს...
არსებობის წყურვილი
ღმერთო...
ჩემში დაიმსხვრა...
ისევ აუტანელი
გაუსაძლისს შეერწყა...
გადაგლეჯილ სხეულში
სული აღარ დაბრუნდა...
ღმერთო...
ისევ შენდამი
რწმენა თუ გადამარჩენს...
ისევ შენი იმედით
ამოვკერავ ჭრილობებს...
მოცახცახე სხეულით
ვდგები მუხლმოდრეკილი...
ისევ შენსკენ მოვილტვი...
ისევ რწმენით აღვსილი...
ღმერთო...
ნუთუ არ გესმის?!
გევედრები მიშველე...
ვიცი არ ვიმსახურებ...
თუმცა მაინც მიხსენი...
გადახსნილი ვენიდან
ტკივილები მოჟონავს...
ღმერთო, ამგვარ ცხოვრებას?!
გეფიცები ვერ ვიტან...
სუიციდის მცდელობა?!
ისევ უიმედობა?!
არა ღმერთო...
არ მინდა...
გადახსნილი ვენიდან
ტკივილები გავუშვი...
ეხლა მხოლოდ უფალო
შენ ერთი თუ მიშველი...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მომერია ფიქრები,
მოცურავენ ფიფქები,
მე სულ ხაზზე ვიქნები,
შვილო ჩემო!
ვინ იცის,
როცა დავუფიქრდები,
როგორ იქილიკებდით
თუნდაც ერთი ზარისას
ყურმილი რომ ამეღო..
არ მჭირდება მეძახდე,
მე შენი ვარ მებაღე,
მებოსტნე და მებახჩე,
და ცოდვათა მევახშეც..
ვიცი..
გულისტკივილი,
მესმის..
სულის კივილი,
აგონია ცრემლების,
ჩემს რაობას ატყვევებს..
აღარ გინდა ჩივილი,
აღარ გინდა ტკივილი,
ცხოვრებაზე ტირილი,
ერთურთს ვერ შეგვაბერებს..
გოგონავ
თვალჟუჟუნა..
მოდის წვიმა ჟუჟუნა,
გადაჭრილი ვენიდან
ოცნებები მოჟონავს..
არვინ მყავდა შენფერი,
ერთადერთი შევქმენი,
მოცახცახე სხეულში
ჩემი სისხლი
შენფერი..
სველდება სასთაული,
განა რა სასწაული,
თუ არა მე შენს გულში,
გადამშალე ვარდივით..
აქ ვარ,
შენთან,
მოვედი..
მანქანით ან მოპედით,
გაყინული თითებით,
ვეფერები ფაიფურს..
ო, ნეტავი იცოდე,
ნეტავ ისე ვიწვოდე,
როგორც იგი მაყვალი,
მაშინ მოსეს ფეხებთან..
მაგრამ აქ ვარ უჩინრად,
საჩინოდ და უშიშრად ,
მონდა გამიღიმო და
მზეს ჩახედო თვალებში,
კვლავ ამინთო სანთელი,
დაე იქმნას ნათელი,
და სამყაროს გათელილს,
არსებობის დასასრულს,
მიეწიოს ღიმილი..
და ცოდვები მითვლილი,
გადმომსკდარი ტკივილი,
დაემონოს სასწაულს!
აყვავდება სიცოცხლე,
ერთადერთო სიცოცხლევ
მინდა ახალ სიცოცხლეს
ერქვას შენი სახელი
ჰოდა მიდი იცოცხლე,
შეემატე იმ ცოცხლებს
შენ თვალახელილი და
მამაშენის მნახველი...

"რად მეძებთ ცოცხალს მკვდრებში?!"

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

სულ ვკითხულობ ხოლმე შენ ლექსებს აქამდე კომენტარი არ დამიწერია შენთვის.ძალიან სულში ჩამწვდომი სიტყვებია ყველგან.ძალიან მომწონს შენი ლექსები.ყველაფერი კარგად იქნება.

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან მომეწონა♥♥♥
საერთოდ ლექსებს არ ვკითხულობ ხოლმე ♥♥♥
თუმცა ამან
გამაკვირვა და
ძალიან
ძალიან დიდი ემოციებიც მომგვარა♥♥♥
კარგად წერ♥♥♥
თან ძალიამ კარგად♥♥♥

 


№4  offline წევრი geo877

ემოციური და სულში ჩამწვდომი ლექსია.
ძალიან კარგად წერთ .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent