შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი დანახვა ყველაფერს მირჩევნია


1-02-2018, 16:41
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 830

მთელ ჩემს ცხოვრებას მე მირჩევნია
მისი დანახვა სულ ორი წამით
მე შენ მიყვარხარ - ეს სიტყვებია
სავსე ტკბილითაც, მწარითაც რამით

შენი დანახვა მე ზღვას მაგონებს
ამ სიყვარულის ძალა მაოგნებს
მინდა რომ ვიდგე მღელვარე ტალღებში
ჩემი გრძნობების მცხუნვარე ალებში

მინდა მოგართვა წითელი ვარდები
მინდა მოგიძღვნა ლექსებით ამბები
მე შენ მიყვარხარ და სულ მედარდები
მაგრამ შენგან მაქვს სულ მწარე დარტყმები

ეს სიყვარული იფარებს ფარდებს
და იმალება რადგან სურს გაქრეს
ჩუმად, ნელ-ნელა დამჭრის და მაგდებს
ალბათ ის ჩემს გულს მოკლავს და გასრესს

მე ეს გრძნობები სიცოცხლეს მართმევს
ჩემს გულს და იმედს მოკლავს, წააქცევს
მან კარგად იცის რომ მიყვარს, მიყვარს
მასთან ვიქნები, არ ვუტეხ სიტყვას

მას ველოდები ყოველთვის, ყველა დროს
მაგრამ არ მოვა არ მოვა არასდროს
ის ჩემს სიცოცხლეს ამშვენებს ახლა
მისდამი გრძნობები?! - ყველაზე მაღლა!



№1  offline წევრი ქეთიtaisia

აქამდე მითქვამს რომ საოცრად წერ? არ ვიცი მაგრამ ახლა გეუბნები საოცრად წეეეერ????❤შენ უნდა წერო ????❤❤❤ წარმატებები ????❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგად წერ..
დიდი ხანია აღარ წამიკითხავს...
წარმატებებს გისურვებ გიო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent