შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..გათენდა

1-02-2018, 17:57
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 598

თენდება, ძვირფასო, თენდება სიზმარში,
სინათლის პირველ სხივს წავყვები, დაგტოვებ,
მილულავს სათუთად, იმედის პირქარში,
ღრუბლების ბალიშზე თვალებს სიმარტოვე..

თენდება, ძვირფასო, შეხე, ჩვენს სამყაროს,
ბაჯაღლო სხივების ეხვევა საწმისი,
გელიან.. მღერიან ღრუბლები ფიგაროს,
ეოსის ცეცხლოვან, მარჯნისფერ სამოსზე..

მეცლება ვერცხლივით ნატიფი თითები,
და უტომ-უგვაროს ჩამითრევს სამყარო,
რომ თუნდაც მითებში შობილი მიფებით,
ჩვენ ერთად ვიქნებით, ღვთაებავ მაღალო!

ელოდე, ძვირფასო, ბინდისფერ დაისებს,
კვლავ მოვა ქაოსში კეთილი მისანი,
და როცა საკურა შეკვირტვას დაიწყებს,
კვლავ დაგესიზმრება ნანატრი სიზმარი..

მივყვები ძვირფასო, შენმიერ ბილიკებს,
ვინ იცის რამდენი წყვდიადი გათეთრდა,
არ ველი არაფერს.. ცრემლიან ტირიფებს,
მივუწექ გვერდით და ლოდინში გათენდა..

წყალს მოაქვს ცხოვრების ჩაშლილი კიბენი,
არ ვიცი ოდესმე თუ გავალ აქედან,
ქაღალდზე მიპოვე.. ცხადში დაიბენი,
ცხადში დაიბენი და მერე .. გათენდა..

გათენდა, ძვირფასო, სიზმარში გათენდა
და გთხოვ, მაპატიე.. მე უნდა წავიდე,
შენი სიყვარული მე ისე დამჩემდა,
აწ ვეღარ გავუძლებ ცხოვრების პარტიებს..

მიყვარდი, ო როგორ ძლიერად მიყვარდი,
ახლა კი მარტო ვარ და ვწუხვარ.. მივფრინავ,
ბილიკი რომელსაც ღმერთამდე მიჰყავდი,
შენშია.. მე უნდა მივუსწრო თვითმფრინავს..

სიზმარი ძვირფასო, სიზმარი მარტამდე
გიტოვებ ნუგეშად, დაე არ დასრულდეს,
ის რამაც შემქმნა და რამაც მანუგეშა,
წყვდიადში დაბმული.. ჯერ არს რომ აღსრულდეს!

არ გემშვიდობები, ვიცი რომ მოაღწევ,
მიყვარხარ.. მიყვარხარ.. და თუკი მივქარავ,
შემინდე, ძვირფასო, სიყვარულს ვერ აღვწერ,
ვერც სურნელს საკმევლის რომ ასდის იმ ქარვას..

მშვიდობით, მშვიდობით სულო და ნახვამდის,
მივყვები განთიადს, მივყვები ცისკრამდი,
ჯერ კიდევ ძვირფასო შორია სახლამდის,
მეცლება ხელიდან... ო, როგორ მიყვარდი...

№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ნეტავ შემიყვარდება კი ასე ისევ?...ძალიან მიყვარდა მაგრამ გადაყვარებაც შეიძლება თურმე...ჰო მართლა შეიძლება....მოკლედ...ძალიან აღწევ სულამდე...

ვთვლი რომ ვინც გულით გიყვარს ვერასდროს გადაიყვარებ, უბრალოდ შეიძლება სხვა შეიყვარო უფრო მეტად ) ძალიან ვეცადე, მოხარული ვარ რომ მოგეწონა

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ლაზარე 13
მწერალი ქალი
ნეტავ შემიყვარდება კი ასე ისევ?...ძალიან მიყვარდა მაგრამ გადაყვარებაც შეიძლება თურმე...ჰო მართლა შეიძლება....მოკლედ...ძალიან აღწევ სულამდე...

ვთვლი რომ ვინც გულით გიყვარს ვერასდროს გადაიყვარებ, უბრალოდ შეიძლება სხვა შეიყვარო უფრო მეტად ) ძალიან ვეცადე, მოხარული ვარ რომ მოგეწონა

გულით და სულით სიყვარულიც კი შეიძლება გაუფერულდეს და გაქრეს:)წარმატებები...

ვიცი, ქალი სუსტი არსებაა :დ მე არასდროს დამმართნია პირადად. კაცებს ასე არ უყვართ არასდროს, კაცს ჯერ თვალით უყვარს, მერე გულით, ამიტომ ქალებს მალე უცრუვდებათ იმედი )

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ხოო ქალი არასდროს გაგიჟებულა კაცის ფეხებზე:):)ეს უბრალოდ მაგალითისთვის))

მოდი უხერხულ კონკრეტიკას თავი ავარიდოთ დ დ როცა გვიყვარს, არ მეგულება რაიმე, რასაც დავუწუნებდით საყვარელ ადამიანს

№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
უკან მიმაქვს სიტყვები სხვანაირად გამოჩნდა მგონი))

ქი ქი ქი ქი, ო, არანაირად არ გამოჩენილა, უბრალოდ ჭკუა მეკეტება მანიპულაციებზე დ დ ბოდიშს ვითხოვ, ოჰ ეს ენა, არესვენება არაფრით ა ჰა ჰა ჰა ჰა

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ლაზარე 13
მწერალი ქალი
უკან მიმაქვს სიტყვები სხვანაირად გამოჩნდა მგონი))

ქი ქი ქი ქი, ო, არანაირად არ გამოჩენილა, უბრალოდ ჭკუა მეკეტება მანიპულაციებზე დ დ ბოდიშს ვითხოვ, ოჰ ეს ენა, არესვენება არაფრით ა ჰა ჰა ჰა ჰა

მაინც ასე სჯობს:)

როგორც ინებებთ, მის )

№6  offline აქტიური მკითხველი terooo

თენდება, ძვირფასო, თენდება სიზმარში,
სინათლის პირველ სხივს წავყვები, დაგტოვებ,
მილულავს სათუთად, იმედის პირქარში,
ღრუბლების ბალიშზე თვალებს სიმარტოვე..

№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
თენდება, ძვირფასო, თენდება სიზმარში,
სინათლის პირველ სხივს წავყვები, დაგტოვებ,
მილულავს სათუთად, იმედის პირქარში,
ღრუბლების ბალიშზე თვალებს სიმარტოვე..

ეს ვინ მოსულააა, გამარჯობა გამარჯობაა ) როგორ ხარ?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent