შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე მოვძებნი ჩემნაირ ვინმესაც...


8-02-2018, 00:19
ავტორი Noar
ნანახია 1 418

იქ, სადღაც უკუნეთს, შეხვდება ნათელი ,
და ისევ მიჰქრიან შორეთში ფიქრები ,
ეჰ, თითქმის ჩამიქრა თვალებშიც სანთელი,
და აჰა ცოტაც და მეც აღარ ვიქნები...

ღამეს შეერია ფიქრები ოცნების,
ვიცი, რომ კითხულობ... ანდა არც, არ ვიცი...
ჩემს სულს ვერ უშველის, მუდმივი ლოცვებიც,
და აღარც შენ არ მწერ, ხოდა მეც განვიცდი...

რა ვუყოთ,სამყარო არც ისე კარგია,
და არვის არ აძლევს თვით ტყულ იმედსაც,
თუმცა კი ტყუილი მე რაში მარგია,
ოდესმე მოვძებნი ჩემნაირ ვინმესაც...

ფრთებს გავშლით ჩვენ ორნი შემოვკრავთ ირაოს,
საკურას ფოთლები დაგვათოვს განთიადს,
მანამდე აჩრდილად, ზომბად რომ ვიარო,
იმედი მექნება, მელიან დარდიანს...



№1  offline წევრი Noar

მწერალი ქალი
მოძებნი აუცილებლად მოძებნი...ან თავად მოგძებნის ის...ლექსი მშვენიერი იყო


დიდი მადლობა შეფასებისთვის, იმედია ორივე ერთად მოხდება :) ეს უფრო ლამაზი და რომანტიული იქნება :)

 


№2  offline მოდერი bla.ell

პირველად წავიკითხე შენი ლექსი მემგონი ახალი ხარ ამ საიტზე ხო?!ეს ნიკი პირველად დავინახე და იმიტომ...კარგად წერ ჩემო კარგოოო❤❤წარმატებას გისურვებ

 


№3  offline წევრი Noar

bla.ell
პირველად წავიკითხე შენი ლექსი მემგონი ახალი ხარ ამ საიტზე ხო?!ეს ნიკი პირველად დავინახე და იმიტომ...კარგად წერ ჩემო კარგოოო❤❤წარმატებას გისურვებ


კი, ახალი ვარ ჯერ. მადლობა კომპლიმენტისთვის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაკლია კარგად წერამდე... ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, თუმცა, მიხარია თუ ჩემმა ნაწერმა მოგხიბლათ. :)

 


სულიერი მდგომარეობა შესანიშნავად იხატება... ლექსებში კი ესაა მთავარი heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

თუ ვეძებთ აუცილებლად ვიპოვით

 


№6  offline წევრი Noar

terooo
თუ ვეძებთ აუცილებლად ვიპოვით


ალბათ, ვინ იცის იქნებ ოდესმე ესეც მოხდეს :)

ბექა ბაიაშვილი
სულიერი მდგომარეობა შესანიშნავად იხატება... ლექსებში კი ესაა მთავარი heart_eyes


მადლობა შეფასებისთვის მიხარია თუ მოგეწონა :)

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ მეც ვიპოვი ჩემნაირს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

ასე მეგონა ჩემი მონაყოლი დაწერეთ ,გულს შეეხო. კარგია ????????

 


№9  offline წევრი Noar

სტუმარი ნინო
ასე მეგონა ჩემი მონაყოლი დაწერეთ ,გულს შეეხო. კარგია ????????


მადლობა შეფასებისთვის :) მიხარია თუ მოგეწონა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent