შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავიმარჯვოთ


12-02-2018, 12:14
ავტორი მარიტაა
ნანახია 1 249

სიყვარულიც კი აქციეს მწუხრის ოხვრად,
მეგობრობაც გადაიქცა მწვავე ბოღმად,
გაღიმებას ჩაგითვლიან გიჟურ ბოდვად,
პირფერობა დაგრჩენოდეთ თქვენთვის ოხრად.
ღირსეულად ვეღარ აქცევს გრძნობა ამ ხალხს,
ვარდისფერიც შეუნაცვლავს პირფერად შავს,
გარეთ სიკვდილად ბობოქრობს გახრწნის სუნი,
ფანჯარასთან იწურება წრფელი გული.
იწურება და ქვითინებს, როგორც ჩვილი,
ჩვენს ერს უკვე აღარ ჰქვია ქართლის შვილი,
შევაშველოთ, შევაშველოთ ხელი ხალხნო,
ბოროტ სულზე კეთილობით გავიმარჯვოთ.
აქ სიკეთის გასვენება დღეს დამდგარა,
ბოროტებას კი აქებენ დღეს და მარად,
სიკეთის ხეს რტოს აჭრიან წყვეტენ გულებს,
მაგრამ რტოზე ყლორტი მარად იდიდგულებს.
მარტოსულობა ბედნიერებად ქცეულა დღეს,
მარტოხორცებად დარჩენილნი რომ კრავენ წრეს,
ეტკივილება წარმოდგენა ამის ჩემს მეს
და მოვუკიდებ სიგარეტის ამ ბოლო ღერს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

იმედია ძველი სდიბრძნე არ ტყუის, თორე ისე მიგვაწყევლე მტრისას laughing მშვენიერი ლიქსია blush

 


№2  offline წევრი მარიტაა

ლაზარე 13
იმედია ძველი სდიბრძნე არ ტყუის, თორე ისე მიგვაწყევლე მტრისას laughing მშვენიერი ლიქსია blush

ჰაჰა ???? ნუ ეს ყველას არეხება ???? მადლობ ????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომაა ამდენი ნაღველი

 


№4  offline წევრი მარიტაა

terooo
რატომაა ამდენი ნაღველი

მართალია, ნაღვლიანად არის გამოხატული პრობლემა, თუმცა არვიცი რამდენად შეამჩნიეთ, რომ მასში იმედიც მოსჩანს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent