შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

15 აპრილიც მოვა... )


13-02-2018, 23:24
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 596

მთვარე დარდისგან ჩამოდნა,
ცაში ღრუბლები ტირიან,
მე ამ წასვლასაც დაგაცდი,
მე ბევრი არ მიტირია.

ხეებს დასცვივდათ ფოთლები,
თავის სიშიშვლეს ტირიან,
მე თუმც უშენოდ მოვკვდები,
რას ვიზამთ, ბედიც ტირია.

ვიცი ვერ მნახავ ვერასდროს,
ცნობები ჩემზე მწირია,
ბედმა ვის ხელშიც ჩაგაგდო,
ვწუხვარ რომ ჩემზე ვირია..

სანთლად დაგინთე თვალები,
რა ვუყოთ დენი ძვირია,
ზაფხულში თუ არ დადნები,
ილოცე ჩემთვის, მჭირია..

როგორ მინდოდა მენახა
ჩვენი გაზრდილი შვილია,
და ჯიბით მეტარებინა,
პირველნაცვალი კბილია..

მაგრამ რას იზამ ძვირფასო,
რაც მსუბუქია, მძიმეა,
ნუღარ იტირებ, რით ფასობს,
ფრთამომტვრეული ზიმეა?!

ხელს გიქნევ აივანიდან,
დილით კიბეს რომ ჩაჰყვები,
წავალ, ჩემი დროც წავიდა,
ნუ ღელავ, შენ სხვას გაჰყვები..



№1  offline მოდერი bla.ell

ამ ბოლო დროს ემოციებით აღარ წერ...ზედაპირულად წერ...არვიცი რატომ...ცუდი კი არცერთი არააა რა თქმა უნდა❤❤მაგრამ იმას ვიტყვი რომ ჯობია ზედაპირული იყო...ძველი ლექსები კარგი გქონდა მაგრამ შენთვის ზედაპირულობა უკეთესია და ამრტო შენთვის არა...ნეტავ მეც ვიყო ზედაპირული და იოლი ადამიანი...

ნეტავ მალე მეც დავიწყებდე იოლად წერასს რომ ჩემს გვერდზე ნეგატივი აღარ იკითხებოდეს და როგორც ამ ლექსიდან პოეზიის განწყობით გავალ,ისე გადიოდნენ ჩემი ლექსებიდანა არა დამძიმებულები უბრალოდ შემსუბუქებულები...

 


№2 სტუმარი სტუმარი Lea

ჩემი დღევანდელი დღის პოზიტივი ხარ))სერიოზული სახით დავიწყე კითხვა და ისე შემომეპარა ღიმილი ბოლოს ვხარხარებდი????აშკარად კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით სიყვარულია ის რაც ყველას განუსაზღვრელი რაოდენობით გვჭირდება და მინდა შენც ბედნიერება და დიდი სიყვარული გისურვო))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ამ ბოლო დროს ემოციებით აღარ წერ...ზედაპირულად წერ...არვიცი რატომ...ცუდი კი არცერთი არააა რა თქმა უნდა❤❤მაგრამ იმას ვიტყვი რომ ჯობია ზედაპირული იყო...ძველი ლექსები კარგი გქონდა მაგრამ შენთვის ზედაპირულობა უკეთესია და ამრტო შენთვის არა...ნეტავ მეც ვიყო ზედაპირული და იოლი ადამიანი...

ნეტავ მალე მეც დავიწყებდე იოლად წერასს რომ ჩემს გვერდზე ნეგატივი აღარ იკითხებოდეს და როგორც ამ ლექსიდან პოეზიის განწყობით გავალ,ისე გადიოდნენ ჩემი ლექსებიდანა არა დამძიმებულები უბრალოდ შემსუბუქებულები...


უბრალოდ აღარ დამჩა, ელლ.. ცარიელი ვარ.. ღრმა ლექსებს ადრესატი ჭირდებათ, მე კი სულ მარტო ვარ.. ბოდიში თუ იმედი გაგიცრუა ამ ლექსმა

სტუმარი Lea
ჩემი დღევანდელი დღის პოზიტივი ხარ))სერიოზული სახით დავიწყე კითხვა და ისე შემომეპარა ღიმილი ბოლოს ვხარხარებდი????აშკარად კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით სიყვარულია ის რაც ყველას განუსაზღვრელი რაოდენობით გვჭირდება და მინდა შენც ბედნიერება და დიდი სიყვარული გისურვო))


მიხარია თუ გაგამხიარულე. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მაგრამ სადღაა საჩემო სიყვარული და ბედნიერება )

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენი ემოცია იდო ამ პატარა ლექსში

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
რამდენი ემოცია იდო ამ პატარა ლექსში


ნამდვილად დიდი და მოხარული ვარ რომ იგრძენი ეს heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე 13
terooo
რამდენი ემოცია იდო ამ პატარა ლექსში


ნამდვილად დიდი და მოხარული ვარ რომ იგრძენი ეს heart_eyes

კი შესანიშნავად გადმოცემის და შეუძლებელია ეს არ იგრძნო

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ჰო...აბა რა გითხრა...ადამიანი მარტო არასდროსაა აკო...წარმატებები


ეჰ, შენ მწერალი ხარ და ბევრნი ხართ, ჩვენ ლექსის ბოლო წერტილთანვე ვიშლებით ხოლმე blush მადლობა გამხნევებისათვის blush

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

არ მისცე წასვლის საშუალება, იქნებ და გცდის

 


№9  offline წევრი N.yviralashvili

momxvda bevri ram gulze...

 


№10 სტუმარი სტუმარი tea

მემგონი ამ ლექსის სემდეგ უკეთესად წერ ეს არ მომეწონა

 


№11  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი tea
მემგონი ამ ლექსის სემდეგ უკეთესად წერ ეს არ მომეწონა


გული კი დამწყდა მაგრამ სხვა გზა არაა, გადავიტან დ დ დ. მადლობა სხვები რომ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent