შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამოდნნენ...


17-02-2018, 15:10
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 277

ლამაზი გოგონა ხასხასა მინდორზე..
ტურფა და უზადო, უმანკო სავსებით,
ო, როგორ გელოდი.. ო, როგორ მინდოდა,
ფერების ნაზავი და როგორ დავსველდი..

შემოაქანდაკეს ცეცხლისგან პრომეთე,
სხეული სპილენძი, კუნთები ედენის,
ო, როგორ დამათრე და როგორ მომედე,
ხილო აკრძალულო ღვთაებრივ ედემის..

ჩამოდნნენ ფილტვები მაგ სუნთქვის ნისლებში,
ვარდებმა მიხაკი გაფურჩქნა სამძიმრად,
შეეგზნო ბერძნული წყვდიაადი ქუსლებში,
დატოვა ტანკრედი გრაალის ბარძიმმა..

გადივლის ფერდებში ჩაკონილ მირაჟებს,
რიდე ვარდისფერი, ჭენებით, უსრბოლოდ..
დალანდის შამბნარში მზე გამოივაკებს,
და უმალ ყბებს შორის მოიქცევს ციბოლო..

მოგელავს შავებში ჩამჯდარი რაინდი,
და შუბის ტარზევე გაყინავს კაბადონს,
წამები.. წუთები.. საამო გარინდვის,
სახეს გაუგრილებს ნაომარ აბადონს..

შეიკრავს წყალობას ტაძარი ქალღმერთის
ბურუსი მოიცავს ნანახს და განაგონს,
და სითბო, დაბლობში წვეთ წვეთად ნაღვენთი,
ქარვიან ხეივნებს ლილისფრად გააპობს.

დავჩუმდი.. ისმინეს ვედრება მლოცველის,
მე ვიცი ღმერთები მალევე დამლოცვენ,
დააბეს ევკდერში ზმანება ცოდვილის,
ღაწვებზე აისი ოქროსფრად აკოცებს.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარია... როგორ ძალიან მომეწონა .. . რამდენი რამის ნაზავი იყო, თან სწორად შემკული

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
რა მაგარია... როგორ ძალიან მომეწონა .. . რამდენი რამის ნაზავი იყო, თან სწორად შემკული


უღრმესი მადლობაააა :-* :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent