შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


18-02-2018, 00:50
ავტორი terooo
ნანახია 1 599

გილოცავ ყოველ დღეს, ერთად რომ გვეწყება,
ერთად რომ გრძელდება თვეებით წლებამდე.
სიყვარულს არ უნდა კალენდრად ჩაწერა,
ლოდინი რიცხვიდან მომდევნო რიცხვამდე.

არ უნდა სიტყვების ზეპირად თამაში,
საჩუქრად ნაქცევი ნივთების ჩუქება.
არ უნდა სიმართლის მოძებნა ზღაპარში,
ცრემლები რომელიც, მას ღიმილს პირდება.

სიყვარულს ჭირდება გაცემა გრძნობების,
სიყვარულს ჭირდება სათუთი ფერება.
სიყვარულს ჭირდება სიგიჟის ფორმები,
სიყვარულს ჭირდება ყოველ წამს შეხება.

ვულოცავ ყოველ დღეს, ჩვენით რომ იწყება,
ჩვენით რომ გრძელდება თვეებით წლებამდე.
არ გვინდა არაფრის კალენდრად ჩაწერა,
მიყვარხარ რიცხვიდან სულ ყველა რიცხვამდე.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აი, გამოანათე რასაც ქვია )

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე 13
აი, გამოანათე რასაც ქვია )

დიდი ხანია ეს გრძნობა არ შემიგვრძვნია...
მკითხველთა გულის ხმა

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სტუმარი თამო
ძალიან კარგია

❤❤????

მწერალი ქალი
სასიამოვნოდ გამაოცე:)

❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი tea

არ ვიცი რომელი პოეტისაა მაგრამ ნამდვილად კარგი ლექსიაა

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან მაგარი იყო თუმცა ბოლოს უკეთეს ველოდი მაგრამ არიფიქრო რომ არმომეწონა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ბელუ შეროზია
ძალიან მაგარი იყო თუმცა ბოლოს უკეთეს ველოდი მაგრამ არიფიქრო რომ არმომეწონა

მე ძალიან მომწონს

 


№8  offline წევრი Noar

მართლა კარგი იყო :) მომეწონა და რაღაც-რაღაცეები გამახსენა ძველი დროიდან :)

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Noar
მართლა კარგი იყო :) მომეწონა და რაღაც-რაღაცეები გამახსენა ძველი დროიდან :)

სასიამოვნოა წარსულში მოგზაურობა, აზრების შერკინება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent