შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემომხედე ერთხელ გელი...


22-02-2018, 03:28
ავტორი Noar
ნანახია 1 542

მთვარის შუქზე გიშრიალებს თმები...
მაგ თვალების სიკაშკაშე გადაჩრდილავს მთვარეს,
შორიახლოს ვდგავარ, გიცქერ და ნანახით ვტკბები,
არ მანაღვლებს, თუნდ სიკვდილმა მომაკითხოს მალე...

ვარსკვლავებით მოჭედილი განათდება ზეცა,
ქარი სიტყვებს მოგტაცებს და აიტაცებს ცაში,
ჩავფიქრდები... შემიყვარდი... ცივი ქარი მეცა,
სადღაც ჰორიზონტის ბოლოს, იჭიხვინებს რაში...

ოთხი მხრიდან მოაქროლებს თავის მხედარს ცხენი,
სადაცაა დაგვადგება ჯოჯოხეთი მლოცავთ,
ვერ წაუვალთ ვერსად კარგო დათვლილია დღენი,
მაგ თვალიდან, ღაწვზე მავალ ცრემლებს კალთით გხოცავ...

ერთი... ორი... და შევაღეთ ჩვენ სამსჯავროს კარი,
შენ ლოცულობ, მე კი ვდუმვარ და გიყურებ მლოცავს,
სადღაც იქით, აჟღერდება სევდიანად ქნარი,
ვიხედები... ვხედავ ხელებს გეენიდან ჩემსკენ მცოცავს...

ვიხედები, კვლავ შენ გიცქერ ახლოსაა უკვე ბოლო,
შენ კი თავს ხრი, თვალებიდან ღვიარებით მოგდის ცრემლი,
არ მანაღვლებს სად მოვხვდები, შემომხედე ერთხელ მხოლოდ...
შემომხედე ანგელოზო, შემომხედე ერთხელ, გელი...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ ????????????

 


№2  offline წევრი Noar

terooo
რა კარგი ხარ ????????????


გმადლობთ შეფასებისთვის blush heart_eyes მიხარია რომ მოგეწონათ relaxed

 


№3  offline წევრი Noar

მწერალი ქალი
ლამაზობააა:):)


გმადლობთ :):)

 


№4  offline მოდერი bla.ell

საყვარელი ლექსია,კარგი ზომისაც მშვენიერია heart_eyes

 


№5  offline წევრი Noar

bla.ell
საყვარელი ლექსია,კარგი ზომისაც მშვენიერია heart_eyes


მადლობაა ;* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent