შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე...


28-02-2018, 00:51
ავტორი Noar
ნანახია 1 911

შემიყვარე, მხოლოდ ერთხელ შემიყვარე,
სევდით გულმა გაათია საუკუნე.
ერთხელ მაინც შემომხედე, შემიბრალე,
ან ის მითხარ, ჩემს სულს რაღა დაუწუნე...

ქარი დაჰქრის, წვიმა ცრემლად მედინება
სული ტირის, რა ქნას ისევ დამიობლდა,
წახვედი და თან შორიდან გეღიმება,
მე.... გრძნობები შენახული დამიობდა...

ქარი დაჰქრის ამბად ეტყვის მინდორ -ველებს,
ცხოვრებამ რომ დამცინა და მიმატოვა,
შემოვიხვევ ყელზე მე ედემის გველებს,
სიჩუმეში... ვიქირქილებ რომ მარტო ვარ...

ანდა წადი, არ მჭირდება იმედები...
არც ფიქრები შემაწუხებს მე ოცნების,
მარტო ჩემთვის ჯურღმულებში დავბერდები,
გველებისაც გამაძღობენ მე კოცნები...

წადი რაღა სიყვარული რას მიქვია,
გრძნობები თუმც, გამყვებოდეს სამარემდე,
უიმისოდ, სულს დაკარგავ გამიგია,
მაშ მოვკვდარვარ.... ვინმე დამასამარებდეს...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე რა მაგარია...
ყოჩაღ

 


№2  offline მოდერი bla.ell

ვოოვ მაართლა არ ველოდი ასეთ კარგ ლექსს თუ წავიკითხავდიheart_eyesმაგარი იყო კარგი ხარ❤❤❤❤❤

(ჰო მართლა ცუდად არ გაიგო ის ვიგულსხმე რომ ეს კიდევ უფრო მაგარია რასაც წერ❤❤)

 


№3  offline წევრი Noar

bla.ell
ვოოვ მაართლა არ ველოდი ასეთ კარგ ლექსს თუ წავიკითხავდიheart_eyesმაგარი იყო კარგი ხარ❤❤❤❤❤

(ჰო მართლა ცუდად არ გაიგო ის ვიგულსხმე რომ ეს კიდევ უფრო მაგარია რასაც წერ❤❤)



ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ ასე მოგეწონა, მახლობა შეფასებისთვის <3

terooo
ვაიმე რა მაგარია...
ყოჩაღ


heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი Noar

მწერალი ქალი
ჰო...თავის დროზე მეც დავწერე მსგავსი აზრებით ლექსი,მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ,რომ არ შემიყვარა.ლექსი მშვენიერია


გმადლობთ შეფასებისთვის, ხო ვინ იცის დრო რას მოიტანს მერე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent