დამჩემდა.
დამჩემდა. შენზე ფიქრი გონებაში, სიკვდილივით გამეფდა. დამდევდა. ის აჩრდილი წუხელის, სულ ფეხდაფეხ მათრევდა. წამომცდა. რომ მინდოდი, ჩემებურად საქციელში გამოჩნდა. დაბნელდა. დილის შემდეგ მზის მაგივრად, ცაზე მთვარე აცეკვდა. მინდიხარ. და ჩემ თავში საოცრებად, აღტაცებად ილტვიხარ. ვისთვის ხარ... ალბათ, მხოლოდ მისთვის ხარ. მოდიხარ. ცივ ტრასაზე ფეხშიშველა უცდი მას. გამოჩნდა. შენს თვალებში, მისი სახე გამოჩნდა. თენდება. შენს ბალიშზე დილის ნამი, წუთიწუთზე აშრება. გათბება. შენი ზურგი მის მკლავებში ჩათბება. ჩემს გულზე კი იარა, იარადვე დარჩება. ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.