ტკბილი ოცნება (სრულად)
ოცნება მაქვს ერთადერთი, არც მეტი და არც ნაკლები, სულ რომ გერქვას მხოლოდ ჩემი, რომ შეგიშრო თვალზე ცრემლი. უფერულმა ჰპოვოს ფერი, უღმერთომ კი ქრისტე ღმერთი, აყვავილდეს მინდორ-ველი, ცაზე გაქრეს ეს ღრუბელი. აღარ დაფრთხეს თეთრი მტრედი, როცა ნაზად, შევეხები... გვერდი აღარ ამიარო, შემთხვევით რომ გზად შეგხვდები. ჰორიზონტს ჰკვეთ, თმების რხევით, ჩემსკენ არც კი იხედები, ახლა მე მაქვს თვალზე ცრემლი, არ მჯერა რომ გემეტები. არც ოცნების აღარ მჯერა, რადგან ის ხომ არსად ხდება, მაგრამ შენგან განსხვავებით, სიყვარულის მაინც მჯერა. მჯერა ის დრო კვლავ დადგება, შენც ჩემთან რომ მოგინდება, მანამდე კი ჩემი გული, ვშიშობ კარგო, მტვრად იქცევა. თურმე ყველა ისტორია „happy end”- ით არ სრულდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.