შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ


22-03-2018, 22:16
ავტორი მზისა
ნანახია 1 994

როგორ ჩუმად და მალულად გადის,
წამები წუთებს როგორ მიყვება,
უკვე თვეები დაერქვა დროს და
დღეების სეზონს ემსგავსა ფერით.
ისე გავიდა ეს დაზამთრება,
ვერც კი ვიგრძენი სუსხი , სიცივე,
ისე დაიწყო გამოზამთრება
ვერც კი აღვითქვი, უშნოდ თურმე.
რა უგულოა ადამიანი,
ან კი პირიქით , რა მგრძნობიარე,
ვერ ვარჩევ ისევ ჩემში ხარ , ჩემი
თუ დამცილდი და გადაგეჩვიე.
ფიქრმა ოცნებად დაიწყო თოვა,
მარტი ილევა ჩუმად და მალვით,
ისევ უშენოდ გრილია დილა,
ისევ უშენოდ ნისლია დარში.
ვიღაცა მოვა, ვიღაცა მიდის,
ვიღაც ხელს მთხოვს და ვიღაც მშორდება,
ჩემო, როდემდის იქნება ასე
უშენოდ ვიყო მე აგონიად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent