შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რადგან სხეულზე ჟრუანტელი ცეკვით გაერთო


13-04-2018, 18:42
ავტორი bla.ell
ნანახია 2 045

ახლა იღიმის...ვიცი რადგან პულსმა იმატა,
რადგან,სხეულზე ჟრუანტელი
ცეკვით გაერთო,
და მე ამ გულში დარტყმას ვუძლებ,მხოლოდ იმათგან,
ვისაც ამ გულთან აღარ დარჩათ
რამე საერთო.

მინდა ტირილი,თუმცა მისთვის ვეღარ ვიმეტებ,
ტუჩებს სიტყვები წარმოთქმისას
სანამ წაერთვა,
უსახლკარო ვარ და ყოველგან ვტოვებ იმედებს,
ღმერთი ჩემთან არს,შემიყვარა მხოლოდ ამ ერთმა.

ვიგრძნობ გა'ფრენას,დამჯდარ გრძნობებს გამოვიერთებ,
ცაში აჭრილი,ჩამქრალი მზე თუ კი აენთო,
ვაფრენ ნამდვილად,მარტოსულის ვყიდი ბილეთებს,
ჯობდა ამწუთას ეს ფხიზელი სული დამეთრო.

ვწყდები სიმივით,დაგრეხილი-ჩემი მიმართვა
არ მაქვს "ბუნაგი სასახლეში"
ისევ გარეთ ვარ,
ცხოვრების ბოლოს დავბერდები(თუ გამიმართლა...)
ვხატავ გიჟივით შეგრძნებები სანამ წამერთვა.

ახლა იღიმის...ვიცი დღესაც პულსმა იმატა,
რადგან,სხეულზე ჟრუანტელი
ცეკვით გაერთო,
რატომ ვიდარდო?! ეს იდარდონ მხოლოდ იმათმა,
ვისაც ამ გულში არ დარჩება რამე საერთოდ.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი wonderland

კარგი იყო ელ ძალიან მაგარი მართლა, აბა შენ იცი წერა არ შეწყვიტო ველოდები ახალ ლექს შენგან ! ნამდვილი პოეტი ხარ მართლა!

 


№2 სტუმარი l,m not sick

მოგონებები ყველაზე მტკივნეულია :( ,,ვხატავ გიჟივით შეგრძნებები სანამ წამერთვა." ჰოო,მეც ასე ვარ
ელ ❤

 


№3  offline წევრი qarishxali

ელ, ელისაბედ, ელენიკო უსაზღროდ მომნატრებია შენი ლექსების კითხვა და შენ ჩემო საყვარელო გოგო. შენმა ლექსმა დამაფიქრა და ასე დაფიქრებული ვაპრებ დაძინებას... მომენატრე ჩემო ტკბილო ელ

 


№4  offline წევრი Noar

ძაან კარგი იყო ელ... აი ახლა ზუსტად ასეთი განწყობა მქონდა და შენი სიტყვები სულში ჩავიდა და გაახსენა რო არ ღირს სხვაზე დარდი :) იმედია მალე გამოკეთდები :)

 


№5  offline მოდერი bla.ell

Nisa Sa
ვერვინ ამიგებს საზღვრებზე კედლებს,
ან ვინ გამიწყვეტს მოთმინების ძაფებს,
რადგან ვეცდები გავქაჩო ბოლომდე
ღმერთის წყალობით მივაღწევ მიზნამდე. მ.მ

ეელ, სიახლეში ვერა, მაგრამ...:-)

სამაგიეროდ აქ ხომ მაინც...
(პირადი შეტყობინებები რომ წავშალე ეტყობა ამ კომენტარის სმსც მიყვა...არვიცოდი დაკომენტარებული თუ გქონდა. .❤❤❤

 


№6  offline წევრი sweetgirl

Vgijdebi shens leqsebze❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი bla.ell

MariamChiokadze
Vgijdebi shens leqsebze❤️❤️❤️

რა ცუდია რომ პირადი შეტყობინება აღარ მომდის ვინმე რომ კომენტარს მიწერს სიახლეზე:///ძალიან დიდი მადლობა საყვარელო გამახარე შენი კომენტარით❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent