შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიქრა გრძნობები.... მტკიოდა ოდესღაც...


10-05-2018, 01:27
ავტორი Noar
ნანახია 2 223

გამიქრა გრძნობები...მტკიოდა ოდესღაც,
მტკიოდა სიცოცხლე და ის ,რომ დამტოვე.
ერთ ღამეს, წყვდიადში ჩუმი ხმა მომესმა,
უსიტყვოდ მივეცი, უკუნეთს რაც მთხოვეს...

ფიქრებიც არ დამრჩა, მათ წაჰყვა ისინიც,
სულიც თან წაიღეს... არ ვნანობ, რატომღაც...
ყურსაც კი არ ვაქცევ, ეშმა რომ იცინის
და აღარ მანაღვლებს ,ღმერთი რომ გაოცდა.

დაბერავს ქარი და გავყვები უგულოდ,
ერთხელღა მივჯღაბნი უნიჭოდ ტაეპებს.
ხელებს ვაფათურებ ,რატომღაც ამაოდ ,
ვერც ვხვდები, სხეული ახლა რას დაეძებს..

წამები,წუთები,საათი, თვეები
და აგონიაში შთაინთქა სამყარო...
დამწყევლეს ,დღეებად მიქციეს წამები,
არ უნდათ, ამ ლეშს რომ გონება გაჰყარონ

და ასე ამაოდ სიკვდილის ლოდინში ,
ის რასაც ვეტრფოდი ,ვყვარობდი
მომიკვდა...
შევცოდე უფალო, ვიცი და ბოდიში,
ცოდვილი ნანობს და შენს კართან მოვიდა...

შემინდე უბედურს, მეყოფა წამება ,
ცოდვლი, მე მხოლოდ სიკვდილსღა ვინატრებ...
ვტირივარ უსულო და ენა დამება,
ისევ არ შემინდეს... ცოტაც და ინათებს...



№1  offline წევრი Noar

მწერალი ქალი
ჩემი სულის ღაღადი მეგონა...ძალიან მომეწონა


მიხარია <3 მადლობა რომ ყოველთვის მიფასებ შემოქმედებას ნამდვილად მიხარია შენნაირი მკითხველი <3

 


№2  offline მოდერი bla.ell

რითმული და კარგი,მელოდიურად წასაკითხი ლექსი იყო,მომეწონა წარმატებები საყვარელო❤❤❤❤

 


№3  offline წევრი Noar

bla.ell
რითმული და კარგი,მელოდიურად წასაკითხი ლექსი იყო,მომეწონა წარმატებები საყვარელო❤❤❤❤


მადლობა ელ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent