შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მონატრების ამინდია


13-05-2018, 12:21
ნანახია 2 314

შენი მონატრების ამინდია,
წვიმის წვეთებივით
მალე დავიშლები...
ისევ არეული შეგრძნებაა
სულში ტკივილებად მოფენილი...
დარდებს გზა გაეხსნათ
ღამის სიჩუმეში,
მთვარის ნაკვალევიც
არსად აღარა სჩანს...
ისევ უაზრობებს მოვედები,
სულზე უშენობა გადამეხსნა...
ქუჩას გავუყევი
ძველი შეგრძნებებით,
თითქოს ყველაფერი
ჩემში გამოცოცხლდა...
ისევ მონატრებამ ამრია და
ისევ უშენობამ გამაგიჟა...
გარეთ აურია
წვიმამ ყველაფერი,
თითქოს ძველებური
ვიგრძენ აღმაფრენა...
მაინც არ დამცალდა გაგიჟება,
მაინც ირონიას ვეხეთქები...
სხეულს მოვალეწე
ბილწი შეგრძნებები...
ზღვარსაც გადავიდა
შენი მონატრება...
ღამე გაეხვია
ცისფერ სუდარაში,
ირგვლივ წვიმისფერი
ფიქრებია...
მოდი საბოლოოდ
გევედრები,
დღეს ხომ
მონატრების ამინდია?!



№1  offline მოდერი bla.ell

ჩემი პოეტი დაიკო როგორ მიხარია ხოლმე რომ შემოვდივარ და მხვდება შენი ლექსები❤❤ყოველთვის ემოციებით სავსე და საოცრად რაღაც უცნაური გრზნობებით ვივსები ❤❤❤მაბედნიერებ შენი პოეზიითურთ❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

გამომჩენია შენი ლექსები ეხლა დავყვები და წავიკითხავ ყველას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent