დაბადება... გარდაცვალება
გადავედი ბილიკს, გავეშურე უსასრულობაში დამიწერეს ორიანი თითქოს უსაქმურობაში გამაგიჟებს მე ყოველი სიტყვა თქვენი, გულის ნადებს არც კი ვამხელ, მძიმე ტვირთად მისი წონა მხრებზე მადევს. თავისუფლად შემიძლია, მივაგნო მიუგნებელსაც გული მიგრძნობს, რომ ყოველთვის მოვიგებ მოუგებელსაც, მარცხს და შიშს არ ვეპუები, წარმატება თვით არ მოდის და მესამე პირს ტყუილად, არ მოვუხდი, ვფიცავ ბოდიშს. წარსულიდან მომყოლია, სურვილი საქმის კეთების, რომ გავჩერდე, დრო დადგება თავში ხელის ჩაფეთების არასდროს არ დავეცემი, მუდამ წამოვიმართები როცა ვკვდები, არ ვსრულდები, ახლიდანვე ვიბადები. ჩემი გეზი, თავიდანვე პირდაპირ სვლით ამიღია გულის კარს ვერ მიმიგნია, ცრუ გრძნობით ვერ გამიღია, ეცადნენ კვლავ და ვერავინ, სიჩუმე ვერ დამირღვია მთავარი ხო, როცა გიყვარს - სიყვარულის ხარისხია. რაოდენაც ტკბილი იყოს, თუ არა გწამს, ვერ იგემებ მჯერა ყოველ სისხამ დილით, რომ სიყვარულს დავიბედებ სულის ნაწილს, გჩუქნი მარად, იქნებ შევძლო ფეხზე დგომა, ან ვიდგები და ვიბრძოლებ, ან დავრჩები კვლავაც კომად. ბრძოლა, წინსვლა, ჩემთვის არის გემო მთავარი მიზანის რომ ვიგემო, კვლავ ის წლები, როცა სულ მნათს გამიცანი, ბედნიერი ვიშვი ქვეყნად, ბედნიერებით მოვკვდები ღვინით ვერა, მაგრამ ადამიანებით ვთვრები. საუფლოა ეს სამყარო, უამრავი შეცდომებით დრო არ არის, დრო არ იყო, წამიერად შეცოდების სიმშვიდეში ვეღარ ვპოვებ, მუსიკალურ სიმფონიას არსებობა აქ მარტივი, ნეტავ, ვის როდი გონია. ე.მ. 21 მაისი 2018 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.