შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების უცვლელი ნოტები


3-06-2018, 12:10
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 481

გადის დრო და ვხვდები, ვხვდები,
შენს მსგავსს ვერვის ვერ შევხვდები!
არ გიყვარდი, არ გიყვარვარ და არც გეყვარები,
მაგრამ მუდამ ამ ჭრილობებს, მუდამ ეფარები!

ოცნების ქალაქში ვცხოვრობთ და ვიცი,
მხოლოდ შენს მიმართ მაქვს გრძნობის ფიცი!
მიყვარხარ, მე სულ ვიმეორებ ამას!
ამ გრძნობას გადავცემ მე მხოლოდ ანნას!

გული მტკივა, ვფიქრობ შენზე
და ვარ მე სიგიჟის გემზე,
ვფიქრობ შენზე, სხვა არცერთზე!
შენთვის ვარ ამ გრძნობის ფრთებზე!

ერთადერთო, შენ მიყვარხარ მთელ ქვეყნიერებაზე,
ამნეზიაც არ მოქმედებს ჩემს მეხსიერებაზე,
ვერ გივიწყებ, არ გაბრაზდე ჩემს ერთფეროვნებაზე,
თავს არ გაწყენ და არ ვდაობ მე შენს გემოვნებაზე!

ვერ გივიწყებ, ვერ გივიწყებ, ეს არს შეუძლებელი,
ეს გრძნობები მე ისევ მაქვს, კვლავაც ხელუხლებელი!
ჩემი გული კვლავაც გახლავს, გახლავს შეუგნებელი,
არ გეშვება მაგრამ იცის, რჩება შეუვსებელი!

„მე მიყვარხარ მე შენ გნატრობ,
მუდამ ამ გრძნობებზე ვდარდობ!“-
ვიმეორებ განუწყვეტლივ,
ქარი ჰბერავს კვლავ უწყვეტი!

შენ ხარ ჩემი აფროდიტე, შენ ხარ ჩემი ანგელოზი,
მომხვდა ამურის ისარი, მე შენ მუდამ აქ გელოდი!
გელოდი და გელოდები, მე ხომ მხოლოდ შენ მიყვარხარ,
შენი მსგავსი არ არსებობს, ასეთი მხოლოდ შენ მყავხარ!

შენ ხარ ჩემი ჰარმონია!
შენ ხარ ჩემი ეკალ-ბარდი!
მსგავსი გრძნობა არ მქონია,
ხარ ცხოვრების ერთი ვარდი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent