შენ ხარ...
შენ ხარ გაზაფხული, მარტის არევა და აპრილს ჩამოჭრილი სამი ნასესხები. სანამ არ გამოჩნდი ზღვაც კი არ ღელავდა, ქარსაც არ მიჰქონდა ჩემი ნაწერები. სითბო აგვისტოსგან ჩუმათ მოგიპარავს, მაისს ჩააქსოვე თმაში გვირილები. უკვე გულყვითელა ჩიტიც მოფრინდა და რაღა დაგრჩენია ლექსის კითხვის მეტი. ქერა დალალები ალბათ შეუხამე, საწყის ნოემბრისს და ბოლოს ოქტომბრისას. მეცხრედ მოვითვალე წუხელ თეთრი ღამე, დილა გამითენდა ახლა მოლოცვის და ქარის ზუზუნივით მესმის ძილ-ბურანში, შენი ღიღინი და უცებ შეკივლება. ზამთრის ალიონზე ისევ ფრთებს თუ გაშლი, გულში სიყვარული აღარ შემცირდება. შენ ხარ გაზაფხული, მარტის არევა და აპრილს ჩამოჭრილი სამი ნასესხები. სანამ არ გამოჩნდი, ზღვაც კი არ ღელავდა, ქარსაც არ მიჰქონდა ჩემი ნაწერები. ------------------------- მარადის შენზე სიგიჟემდე შეყვარებული თიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.