გაბედე
გაბედე და მოდი...თუგინდ მე გიშლიდე... გადმოდი საზღვარს და გათელე ბილიკი... მე ზურგს თუ შეგაქცევ, პირისპირ დამიხვდი... ქალი ვარ...და იქნებ თამაშით გაგიჟებ... გაბედე, ჩამხედე დარდიან თვალებში, მიბნედილ თვალებში ვნებათა ქარია, უსიტყვოდ გთხოვენ და უსიტყვოდ გთანგავენ, ვნებათა ეტლები გამოჭრას ელიან... გაბედე, გაბედე გადმოდგი ნაბიჯი იქამდე, სადამდეც სუნთქვები წვდებიან. თითები თითებზე შემახე კანკალით და მუშტად თუ შევკრა, გაშლა რა ძნელია?!.. გაბედე...ჩამიწნა თითები თითებში და შემომახვიო კოცნათა მანტია... ხომ გესმის გულების ფლოქვების თქარუნი, ლაგამს ვერ ამოსდებ,მათ ქროლვა სწადიათ... გაბედე...მითხარი თუ როგორ გიყვარვარ... გაბედე, გამხადე მაგ მკლავთა ტყვე ქალი... შენ ყურს ნუ დაუგდებ უაზრო ჩემს ტიტინს, ხომ იცი ეს "არა" შენთვის რომ "კი"არის! მაშ, მოდი... რას უცდი?...მე გელი... გაბედე!.. ------------------------ მარადის შენზე სამუდამოდ სიგიჟემდე შეყვარებული თიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.