წამიმღერე,კიდევ ერთხელ წამიმღერე
წამიმღერე,კიდევ ერთხელ წამიმღერე! ნუთუ ჩემთვის სიმღერაც არ გემეტება?! გამილაღე,გული კიდევ გამიხარე! იქნებ ერთხელ მიყვარხარო გეთქვა. მერე რა, თუ მხოლოდ ერთხელ გამიღიმე? ჩემი ტანი ჟრუანტელით ელავს. მერე რა, თუ მხოლოდ ერთხელ შემომხედე? მაგ თვალებით ჩემი გული ფეთქავს. ან საერთოდ რად მასწავლე ცეკვა? მე ხომ ერთი მოუქნელი მერქვა. ეს ცრემლებიც დამეღალა ცეკვით, იქნებ ერთხელ მიყვარხარო გეთქვა. უწვიმია? შენთან, გულში უწვიმია? წვიმის წვეთშიც შენი სახე ჩნდება. გამანებე! წამით თავი გამანებე! გულში იქნებ შენი ბუდე ქრება. მინდა ერთი ძაფი მოგცე, ნუ მეტყვი,რომ ჩემს სახელთან წყდება! მინდა ჩემი დარდი მოგცე, ნუ მკითხავენ, როგორ გემეტება? მემეტები? არ იფიქრო მემეტები. ჩემი დარდი ისევ ჩემთან რჩება. ეს ცრემლებიც დამეღალა ცეკვით, იქნებ ერთხელ მიყვარხარო გეთქვა. 26.09.2012 ნაჰ, First love მჭირდა ამ 2012 წელს :დ ხოდა ,რაც იყო კი დამამახსოვრდა ტკბილად და ლამაზად... არ ვიცი,რატომ მომინდა ამ ლექსის გამოქვეყნება,ალბათ იმიტომ, რომ ძვირფასი იყო მაშინ ჩემთვის ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.