შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნურასდროს იტყვი


5-07-2018, 13:20
ავტორი For Love
ნანახია 1 651

ნურასდროს იტყვი ამ სიტყვას - მერე,
ყოველი დილა შენით თენდება,
გრძნობა ვერაფრით ვერ შევაჩერე,
შენ გარდა არსად არ იხედება.

როგორც ნიბლია გალიის ბადეს,
ისე აწყდება გლუვ კედლებს სული,
ამქვეყნად კიდევ ჩემსავით რამდენს
მოსტაცებ ფიქრს და უთვალავ სურვილს.

ასეთი არის მუდამ ცხოვრება,
გული ყოველთვის ზღვა ტკივილს უძლებს,
მაგრამ ერთ დღეს რაც გეუცხოვება,
სულ ახლობელი გახდება უცებ.

და მაშინ ხვდები, ამ ერთი წუთით
ხდება სამყარო უკიდეგანო,
მის გარეშე ხარ თვით ბავშვზე სუსტი,
მბრძანებლის კვერთხი თუგინდ გეკავოს...

-------------------
მარადის შენზე შეყვარებული თიკა



№1  offline წევრი sweetgirl

ესეც რა კარგი ლექსია ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent