შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედო და მძიმე გრძნობები


20-07-2018, 15:11
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 517

გამოილია, ეს მოთმინება გამოილია,
უსიყვარულოდ და უსიცოცხლოდ ვრჩები ამ ზღვაში!
ეს ჩემი გული ხომ ბევრი რამით დაბოლილია,
ეს სიყვარული ხომ ვერ დავთესე მე სხვაგან სხვაში!

ლურჯი ზღვა ღელავს შტორმი იწყება,
განადგურება ჩემში ირთვება!
გული იმედით აღარ ივსება,
და ყველა გრძნობა ჩემში შიშვლდება!

ჩემთვის არავინ არსებობს არა!
მხოლოდ შენ ხარ და გაიგე, კმარა!
მე სიყვარულმა თვალნი დამთხარა,
თვისი სურვილი კი გაახარა!

ჩემთვის არსებობს აქ მხოლოდ ანნა!
ბეთჰოვენისთვის მხოლოდ გვიჩარდი!
ბეთჰოვენს შენთვის არ უთქვამს განა?!
ასე ძალიან როგორ მიყვარდი!

ჩემს ლექსებს შენთვის ალბათ არ უთქვამთ,
როგორ მიყვარხარ თავდავიწყებით.
გალაკტიონზე ნაკლებს არ ვუსვამთ
კითხვას: ამ გრძნობას სად დავიწყებდით?!

გუშინ ღამით დავინახე ლამაზი ცის კამარა,
ალბათ ბოლოს მე დავრჩები ამ ლექსების ამარა.
ნიკოლოზმა მე მომწერა საშინელი წერილი,
ბარათაშვილს ვუნახივარ მთვრალი და გაფრენილი.

ილიას კი ვუნახივარ საცოდავი ტანჯული,
სამშობლო გახსენებია წვიმით გადანამული.
სიყვარული უნდა იყოს თითქოს გრძნობა ფარული,
ფარული კი ვერ დარჩება რადგან არს არნახული!

სიყვარული მინდა თითქოს, და მე ერთი გავიგე:
აზრი არ აქვს ამ ცხოვრებას თუ გრძნობა არ გავიღე!
მე იმ გოგოს ვეტყვი კვლავაც: "მხოლოდ ერთი მყავხარ!"
და უცვლელად კვლავაც, კვლავაც მხოლოდ შენ მიყვარხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent